მომხმარებლის განხილვა:TornikeSani

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მომხმარებლის განხილვა:GeorgianArtCenter)
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Mikheil მიწერა 11:39, 19 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „ლევან სონღულაშვილი“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.

-- ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 03:43, 20 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

წაიკითხეთ ვიკიპედია:რა_არ_არის_ვიკიპედია#ვიკიპედია არ არის ყველაფრის არქივი. სტატია ფოტოგალერეა არ არის. გარდა ამისა - ის, რომ პიროვნება სწავლობდა რაღაც დონის უმაღლეს სასწავლებელში (და ასეთი ბევრი გვყავს) არ ნიშნავს, რომ მასზე ცალკე სექციებს ვაკეთებთ ამა თუ იმ სტატიაში. ასე ვიკიპედიაში არ ხდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:38, 21 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გთხოვთ, შეამოწმოთ დამატებული ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია და ამომწურავი წყაროებიც მითითებული აქვს სტატიას. ასევე, შეიძლება აქამდე ინფორმაცია არ გქონდათ, თუმცა ვიკიპედიაში, უნივერსიტეტის შესახებ სტატიაზე იქმნება სექცია "Alumni"-ს ან "Notable Alumni"-ის შესახებ, სადაც შესაძლოა დაწვრილებითი ინფორმაცია არ წერია, თუმცა მითითებულია ამა თუ იმ უნივერსიტეტის გამორჩეული წარმომადგენელი, რომლის სახელის მითითებითაც კონკრეტული პირის ვიკიპედიის გვერდზე გადამისამართება ხდება.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა GeorgianArtCenter (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მადლობა ვიკიპედიის თითოეულ რედაქტორს და თანამშრომელს სამსახურისთვის, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლისთვის ეწევით!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა GeorgianArtCenter (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვიკიპედიის გლობალური წესებით, გზავნილები პირადი განხილვის გვერდიდან არ იშლება. მომხმარებლის გვერდის რედაქტირება და წაშლა/დამატება თავისუფლად შეგიძლიათ. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:45, 21 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, მაინტერესებს, გალერეა, რომელიც სტატიის ქვეშ შეიქმნა, იქ შეიძლება რეპროდუქციების დამატება თუ არა? რადგან მრავალი არტისტის ვიკი-სტატიაში დიდი რაოდენობის რეპროდუქციებია გალერეაში. გმადლობთ!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა GeorgianArtCenter (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

შეიძლება. ეს გადატანა გავაკეთე წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე. აღარ მახსოვს, რომელი მხატვარი იყო, მაგრამ ქართველი იყო და ვიღაცამ შექმნა მასზე სტატია, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობის ნახატები იყო (30-ზე მეტი მაინც). 15-20 უკიდურესი მაქსიმუმია. დანარჩენისთვის არსებობს ის კარგად ნაცნობი commons, რომელშიც კატეგორიის მითითებით თავსდება მსგავსი ნაშრომები (თუ მათი თავისუფლად გამოყენება ნებადართულია ავტორის მიერ), შემდეგ კი ვიკის სტატიაში ემატება ბმული commons-ის საცავის შესაბამის კატეგორიაზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:03, 21 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მადლობა დროული და ინფორმირებული პასუხისთვის. თქვენი გამოცდილებით ინტერნეტ-ენციკლოპედიის ახალი წევრები ვიძენთ ცოდნას "ვიკიპედიის" ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით.

ტექსტის ფორმატირება[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედიის წესებით, ტექსტის ფორმატირებისას მუქდება მხოლოდ სტატიის მთავარი სუბიექტი და ისიც - სტატიის დასაწყისში. თარიღები და სუბიექტის სახელი/სახელწოდება სხვა არეებში არ მუქდება. გამონაკლისს ადგილი აქვს, როდესაც ვასახელებთ ამა თუ იმ სუბიექტს და აგრეთვე ვუთითებთ მის ალტერნატიულ სახელს (რომელსაც ასევე ვამუქებთ). --Henry McClean განხილვაწვლილი 11:37, 21 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]


გასაგებია, თუმცა წავიკითხე სექსციას "ვიკიფიცირება სჭირდებაო", გავეცანი "ვიკიფიცირების" მნიშვნელობას და იქ აღნიშნული პუნქტებიდან, სტატიაც და სექსციაც ყველა მოთხოვნას პასუხობდა. ამიტომ ვიფიქრე, შესაძლოა, თარიღები კონტრასტისთვის უნდა გამუქდეს-მეთქი... რატომ წერია წარწერა "ვიკიფიცირების" შესახებ და თუ რამე დასამატებელია, ვინ იმუშავებს ამაზე, რათა აღნიშნული წარწერა გაქრეს გვერდიდან?

წაიკითხეთ ვიკიპედია:ვიკიფიცირება. აქ ზოგადი ტექსტის სილამაზეზე არაა საუბარი. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:53, 25 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]