ლევან სონღულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლევან სონღულაშვილი
Levan Songulashvili .jpg
დაიბადა 17 აგვისტო, 1991
დაბადების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
ჯილდოები

პორტრეტის კონკურსის გამარჯვებული და საგრანტო ჯილდო/აშშ. ნიუ-იორკი
საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო
ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სასტიპენდიო ჯილდო/ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია
საქართველოს პრემიერ მინისტრის საგრანტო ჯილდო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასტიპენდიო ჯილდო
საიტი https://www.levan.gallery

ლევან ზურაბის ძე სონღულაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1991, თბილისი) — 21-ე საუკუნის ქართველი ვიზუალური არტისტი, ფერმწერი, გრაფიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან სონღულაშვილი დაიბადა თბილისში, 1991 წლის 17 აგვისტოს.

ხატვა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. მხატვრობისადმი განსაკუთრებული ინტერესისა და ნიჭის გამო, მხატვრის დედამ შვილი ადრეულ ასაკშივე შეიყვანა ხატვის წრეზე საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.

ლევანი 6 წლიდან ხატავდა ფიგურატიულ კომპოზიციებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებს, პორტრეტებს. [1] 9 წლის ასაკში დამოუკიდებლად თავისუფლად ართმევდა თავს ურთულეს სამხატვრო ამოცანებს, რაზეც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მუშაობდნენ. იმ დროიდან უამრავ ჯგუფურ, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გამოფენაში, ხელოვნების ფესტივალებში წარმატებით იღებდა აქტიურ მონაწილეობას; მიიღო არაერთი ჯილდო. [2]

2008 წელს, მრავალი წარმატების აღსანიშნავად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდა მხატვარს სპეციალური პრიზი და სამადლობელი წერილი გაუგზავნა.

2009 წელს თბილისში მოეწყო ლევან სონღულაშვილის შემოქმედების მასშტაბური პერსონალური გამოფენა. ამავე წელს ლევანი წარმატებით ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც, შემოქმედებით გამოცდაზე კომისიის უმაღლესი შეფასებით, სრულ საბაკალავრო კურსზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მოიპოვა. [3]

2010 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, პირველ კურსზე მოეწყო ლევან სონღულაშვილის შემოქმედების მეორე პერსონალური გამოფენა, რომელიც მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ გახსნა. [1]

2011 წელს, 19 წლის მხატვარი ვიზუალური ხელოვნების პროექტით რამდენიმე თვით გერმანიაში (მიუნხენი) მიიწვიეს [4], სადაც გერმანელ თეატრის მხატვრებთან ერთად სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა. [5][6] დასავლურმა კულტურამ, გერმანულმა ფილოსოფიამ და ფსიქოანალიზმა გავლენა იქონია ახალგაზრდა მხატვრის მსოფლხედვაზე და საქართველოში დაბრუნებული ახალ შემოქმედებით ექსპერიმენტებსა და კვლევა-ძიებებს შეუდგა, საიდანაც მის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო. [3] [4]

2013 წელს, სადიპლომო ნამუშევრების ექსპოზიციაზე, ლევან სონღულაშვილმა კომისიის მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა. აქ წარმოდგენილი იყო პორტრეტების სერია, რასაც მსოფლიო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი წარმატებები მოჰყვა. [7] [2][3]

მხატვრებმა და არტ-კრიტიკოსებმა ლევან სონღულაშვილის ხელოვნება დაახასიათეს, როგორც „უნიკალური შემოქმედება, დიდი ხელოვნება, ექსტრაორდინალური ნიჭი...“ ერთ-ერთი არტ-კრიტიკოსის თქმით „განსხვავებული კულტურა იგრძნობა, რომელიც მარტო საშემსრულებლო კი არა, ტექნოლოგიური კონცეფციისა და კონცეფციის ტექნოლოგიური ინსტრუმენტალიზაციის მეტადონეზეა“. უცხოური საინფორმაციო მედია წყაროები კი მის ნამუშევრებზე საუბარს უმაღლესი შეფასებებით იწყებენ. [8] [9] [10] [11] [12]

ლევანის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებშია დაცული, მისი შემოქმედების გამოფენებს კი თან საზოგადოების განსაკუთრებული მოლოდინი და ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა ახლავს. [5] [13] [14]

ლევანი ნიუ-იორკში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ, 22 წლის ლევანმა გეზი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო, სადაც ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ პრესტიჟულ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ისტორიაში პირველი ქართველი სამაგისტრო კურსის სტუდენტი გახდა. მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველაზე მაღალი გრანტი მიიღო, ამასთან, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის კომისიის რჩეული გახდა და სასტიპენდიო ჯილდოც მოიპოვა.[5]

2015 წელს, ლევანი აკადემიის მთავარი ჯილდოს "Portrait Scholarship Award"-ის გამარჯვებული გახდა, სადაც ამერიკელი, ევროპელი და აზიელი არტისტები იღებდნენ მონაწილეობას. [15] [16]

2015 წლის ზაფხულში, აპლიკანტთა პორტფოლიოების გაცნობის საფუძველზე, დიდი კონკურენციის მიუხედავად, ლევან სონღულაშვილმა მიიღო შემოთავაზება ჯეფ კუნსის მანჰეტენის კომპანიაში სამუშაოდ. [7][17]

"Tribeca Ball" 2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 13 აპრილს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ვიზუალური ხელოვნების გამოფენა-წვეულებაზე "Tribeca Ball 2015", სონღულაშვილის ნახატები გამოიფინა.

ცნობილი სააუქციონო სახლების, ასევე, "ნიუ-იორკ თაიმზის", "არტ ინ ამერიკას', "უოლ სთრით ჟურნალის", "ნიუ-იორკერის" რედაქტორები და მათი წარმომადგენლები, ხელოვნების კრიტიკოსები, მხატვრები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ა.შ. ესტუმრნენ ქართველი მხატვრის სახელოსნოს, სადაც მნიშვნელოვანი ურთიერთობები დამყარდა.

სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ლევან სონღულაშვილის სახელოსნოს სტუმარი იყო ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი და მოდელი,ბრუკ შილდსი. მას სწორედ იმ ნამუშევრის შეძენა სურდა, რომელიც მსახიობის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ამერიკელმა არტ კოლექციონერმა შეიძინა. მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი მხატვრის სახელი ჩაინიშნა და მასთან სამომავლო შეხვედრა დაგეგმა.

"Tribeca Ball 2015"-ზე ლევანმა მნიშვნელოვანი შეკვეთა მიიღო იაპონელი კოლექციონერებისგანაც. მათ ქართველი მხატვრის ნამუშევრები ტოკიოს და ნიუ-იორკის გალერეებისთვის სურდათ. [7]

"მედუზა" Take Home a nude 2015-ზე "სოთბის" სააუქციონოს სახლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისა და სოთბის სააუქციონო სახლის ერთობლივად ორგანიზებულ გამოფენა-აუქციონზე "Take Home a nude 2015" ლევან სონღულაშვილის ნახატი "მედუზა" ნიუ-იორკის "სოთბის" (Sotheby's) სააუქციონო სახლში, თანამედროვეობის ლეგენდარული არტისტების ნახატებთან ერთად, გამოიფინა და გაიყიდა.

"მედუზა" ვიზუალური ხელოვნების კონცეპტუალური ნაწარმოებია, რომელიც შერეული ტექნიკით ტილოზეა შესრულებული. მხატვარმა ნახატი 22 წლის ასაკში, თბილისში შექმნა და ამჟამად ნიუ-იორკში მცხოვრები ამერიკელი არტ-კოლექციონერის პირად კოლექციაშია.

ამ ექსპოზიციისა და აუქციონისთვის არტისტებმა ორ ეტაპიანი შესარჩევი საფეხური გაიარეს. პირველი - როცა ხელოვანების მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს არჩევდა არტ კრიტიკოსებისა და მხატვრებისგან შემდგარი კომისია. მეორე - როცა შერჩეულ ნამუშევრებს საგამოფენოდ არჩევდა ნიუ-იორკის "სოთბის" სახლის წარმომადგენლობა.

აუქციონის საპატიო სტუმრებად დასახელდნენ, არტ კრიტიკოსი - ჯერი სალთზი და ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი - ტომ ვულფი. 700-ზე მეტ მოწვეულ სტუმარს შეადგენდნენ ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავები, მსოფლიოში აღიარებული არტისტები, არტ-კრიტიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და ა.შ.

აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიამ აუქციონის შემდეგ $ 900,000 აშშ დოლარზე მეტს მოუყარა თავი.

ლევან სონღულაშვილის წარმატებებსა და საერთაშორისო აღიარებას ფართო საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა და დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. [18] [19]

წლის საუკეთესო 2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"წლის საუკეთესო" საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტია, სადაც ვლინდება წლის მოვლენა, ადამიანი და ინსტიტუცია, რომელიც თავისი მნიშვნელობით, საქმიანობითა და შედეგით, "წლის საუკეთესოს" ჯილდოს იმსახურებს. 2015 წლის 31 დეკემბერს, ლევან სონღულაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე - "წლის საუკეთესო", ნომინაციაში - „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სახვით ხელოვნებაში“ იყო წარდგენილი. [20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ლევან სონღულაშვილი: "ჭეშმარიტი ხელოვნება სულიერი საზრდოა... სნეულთათვის მკურნალია"
  2. 2.0 2.1 ქართველი მხატვრის ნამუშევრების არნახული წარმატება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-26. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  3. 3.0 3.1 3.2 „დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი და კულტურული შოკი“[მკვდარი ბმული]
  4. 4.0 4.1 Levan Songulashvili & Bruno Vepkhvadze (Young Georgian Artists)
  5. 5.0 5.1 5.2 ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევარი Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება
  6. ინტერვიუ მხატვარ ლევან სონღულაშვილთან
  7. 7.0 7.1 7.2 ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზეა
  8. Гениальная картина грузинского художника будет продана на аукционе
  9. Работа грузинского художника будет выставлена на аукционе Sotheby’s
  10. Georgian artist’s fabulous painting sold at Sotheby’s
  11. Young Georgian painter features at Sotheby’s art auction
  12. Georgian artist’s painting sells at high-profile Sotheby’s event
  13. The work of a Georgian artist will be sold on Sotheby’s
  14. 23 წლის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე მოხვდა
  15. 23 წლის ქართველი მხატვრის ნახატს სოთბის აუქციონზე გაიტანენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  16. ქართველი მხატვრის ნამუშევარი Sotheby’s აუქციონზე მოხვდა
  17. "მედუზა" ხომ სამშობლოში შევქმენი?!" - 23 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევარსაც "სოთბის" სახლში გამოფენენ
  18. აუქციონზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა[მკვდარი ბმული]
  19. ქართველი მხატვრის ნახატი "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა
  20. [1]