შინაარსზე გადასვლა

მოვლუდ მირალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოვლუდ მირალიევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 27 თებერვალი, 1974(1974-02-27) (50 წლის)
დაბ. ადგილი კაშკადარიის ოლქი
სიმაღლე 183
წონა 103
ქვეყანა აზერბაიჯანი

მოვლუდ მუსტაფა ოღლი მირალიევი (აზერ. Mövlud Mustafa oğlu Mirəliyev; დ. 27 თებერვალი, 1974, უზბეკეთის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი ძიუდოისტი, თურქი მესხური წარმოშობის. კარიერის განმავლობაში იყო აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრი. 2008 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი. 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი. ასპარეზობდა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. არის სამბოსა და ძიუდოს სპორტის ოსტატი.

მოვლუდ მირალიევი დაიბადა 1974 წლის 27 თებერვალს, კაშკადარიის ოლქის ქალაქ კიტაბში, უზბეკეთის სსრ-ში.

1983 წელს დაიწყო სამბოში ვარჯიში. მოგვიანებით გადაინაცვლა ძიუდოში.

2004 წლის ათენში, საბერძნეთში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დაიკავა მე-5 ადგილი. დამარცხდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. 2007 წელს დაიკავე მე-7 ადგილი როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, აგრეთვე ევროპის ჩემპიონატზე.

2008 წლის 14 აგვისტოს პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მირალიევმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ შეხვედრაში მოვლუდმა დაამარცხა ალჟირელი ძიუდოისტი ჰასან აზუნი. ამის შემდეგ დაამარცხა ქართველი მოჭიდავე, ლევან ჟორჟოლიანი. მეოთხედფინალში მირალიევის მეტოქე იყო რუმინელი დანიელ ბრატა. ნახევარფინალში დამარცხდა მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან, მონღოლ ნაიდანგიინ ტუვშინბაიართან. მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში მირალიევმა დაამარცხა პოლონელი სპორტსმენი პელისლავ მატიახეშეკი[1].

2014 წლის სექტემბერში მან მოიპოვა ოქროს მედალი ძიუდოს ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდა ესპანეთის ქალაქ მალაგაში.

2016 წლის დასაწყისში მირალიევი ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრებს. მისი პირველი შეჯიბრი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, იყო რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართული ევროპის ჩემპიონატი. [2], სადაც მისმა სპორტსმენებმა აიღეს ერთი ოქრო, ერთი ვერცხლის მედალი და ასევე დაიკავეს მესამე ადგილი გუნდურ შეჯიბრებაში.

2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა, აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრებმა მოვლუდ მირალიევის ხელმძღვანელობით ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.[2][3].

მოვლუდ მირალიევი ჩინეთში, პეკინში, XXIX ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლისთვის 2008 წელს დაჯილდოვდა მედლით „პროგრესი“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]