თუზის ტბა
იერსახე
| თუზი | |
|---|---|
| Tuz Gölü | |
| კოორდინატები: 38°50′ ჩ. გ. 33°20′ ა. გ. / 38.833° ჩ. გ. 33.333° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 905 მ |
| სიგრძე | 80 კმ |
| სიგანე | 50 კმ |
| ფართობი | 1600-2500 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 5 მ |
თუზის ტბა (თურქ. Tuz Gölü) — სიდიდით მეორე ტბა თურქეთში. მდებარეობს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში, კონიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 105 კილომეტრზე და ანკარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრზე. თურქულად მისი სახელი ითარგმნება, როგორც „მარილიანი ტბა“. ტბის მარილიანობა შეადგენს 340 ‰-ს. ცოცხალი ორგანიზმები ტბაში არ გვხვდება. აქ არსებულ სამ საბადოზე მოიპოვებენ თურქეთის მარილის საჭირო რაოდენობის 70 %-ს. 2001 წელს თუზის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია გამოცხადდა დაცულ ტერიტორიად. გაუდინარია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 701.