ასალის ტბა
იერსახე
ასალის ტბა | |
---|---|
![]() ასალის ტბის ხედი კოსმოსიდან | |
კოორდინატები: 11°40′ ჩ. გ. 42°24′ ა. გ. / 11.667° ჩ. გ. 42.400° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | -155 მ |
სიგრძე | 10 კმ |
სიგანე | 7 კმ |
ფართობი | 54 კმ² |
მოცულობა | 0,4 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 7,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 40 მ |
მარილიანობა | 350 ‰ |
აუზის ფართობი | 900 კმ² |
ასალის ტბა (არაბ. بحيرة عسل) — კრატერული ტბა ჯიბუტის ცენტრალურ ნაწილში. ცხელ, მზიან დღეებში ტბის მარილიანი წყლის აორთქლების შედეგად წარმოიქმნება მარილის კუნძულები. ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 155 მეტრით დაბლა, აფარის დაბლობზე, ეს ყველაზე დაბალი წერტილია აფრიკაში. ტბის სიმლაშე შეადგენს 35 %-ს[1], ხოლო 20 მეტრის სიღრმეზე — 40 %-ს[2], რის შედეგადაც ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მლაშე ტბაა მსოფლიოში მკვდარ ზღვასთან და ელტონის ტბასთან ერთად. ტბა შემოფარგლულია მჭიდრო მლაშე ნიადაგის ფენით. მარილი მოიპოვება და ქარავნებით იგზავნება ეთიოპიაში.
ტბიდან დაახლოებით 5 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ტაჯურის ყურე ინდოეთის ოკეანეში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Assalsee bei djiboutiweb დაარქივებული 2014-04-29 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Assalsee auf artouest.org დაარქივებული 2016-02-21 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Bilder des Assalsees დაარქივებული 2007-03-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აფრიკის ტბები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-25. ციტირების თარიღი: 2015-10-28.
- ↑ ასალის ტბა