მიხეილ საბინინი
მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე საბინინი (საბინაშვილი[1][2]) (რუს. Михаил Павлович [Гоброн] Сабинин, დ. 1845 — გ. 10 მაისი, 1900, მოსკოვი) — ქართველი [3] ბერი, ხატმწერი, ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მამა, ტვერელი მღვდელი პავლე საბინინი იყო, დედა — ქართველი ეკატერინე მირზაშვილი.
XIX საუკუნის 60-იან წლებიდან 1868 წლამდე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, შემდეგ კი — პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. პეტერბურგში ყოფნისას ბერად აღიკვეცა და მეორე სახელად აირჩია გობრონი. საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიფციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაბეჭდა. ხატის კომპოზიცია შემდეგია: ცენტრში ანგელოზს აღუმართავს სასწაულთმოქმედი სვეტი, რომლის ზემოთაც გამოსახულია მაცხოვარი ორმაგი კურთხევით, ქვევით — მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ — შარავანდედით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები.
1881 წელს მისი ინიციატივით, დოდორქის დანგრეული მონასტრიდან დავითის ლავრაში გადმოასვენეს დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები. მონასტერს ასევე შესწირა რუსეთიდან ჩამოტანილი ხის კანკელი და სხვა საეკლესიო ინვენტარი.
გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, დაკრძალულია წმინდა დანიელის მონასტერში, მოსკოვში. მისი საფლავის კვალი დღეს მთლიანად გამქრალია.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბინინს აქვს შრომები ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ.
- 1871 წელს რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“
- 1877 წელს, ასევე რუსულად, „ქართული ეკლესიის ისტორია“.
- 1882 წელს — „საქართველოს სამოთხე“.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сабинин, Гоброн (Михаил). История грузинской церкви до конца VI века. С.-Петербург, 1877
- Сабинин, Гоброн (Михаил). Полное жизнеописание святых грузинской церкви, Оп. в 2-х частях в СПб., 1871.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ საბინინი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხეილ საბინინი — ისტორიის გვერდი
- მიხეილ საბინინი — მემატიანე