პნევმონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფილტვების ანთება)
პნევმონიით დაინფიცირებული ადამიანის მთავარი სიმპტომები

პნევმონია (ფილტვების ანთება) — ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთება, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს.

პნევმონიების დაყოფა ფილტვის ანატომიური სტრუქტურების დაზიანების მიხედვით ხდება. ფილტვი, თავის მხრივ, შედგება წილებისაგან, წილი-სეგმენტებისგან, სეგმენტი კი წილაკებისაგან. მარჯვენა ფილტვი სამი ნაწილისაგან შედგება, მარცხენა კი ორისგან. დაზიანება შეიძლება განვითარდეს მთელ წილში - ეს წილოვანი, ანუ კრუპოზული, პნევმონიაა; წილის სეგმენტში — სეგმენტური პნევმონია, წილაკში კი კეროვანი, ანუ ბრონქოპნევმონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John F. Murray (2010). Murray and Nadel's textbook of respiratory medicine, 5th, Philadelphia, PA: Saunders/Elsevier. ISBN 1416047107. 
  • (2010) რედ. Burke A. Cunha: Pneumonia essentials, 3rd, Sudbury, MA: Physicians' Press. ISBN 0763772208. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]