ნათელა მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნათელა მაჭავარიანი
თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს წევრი
საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2010 – 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი

დაბადებული6 ივლისი, 1939 (1939-07-06) (84 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილებიგეგა კობახიძე
საქმიანობამსახიობი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ნათელა მაჭავარიანი (დ. 6 ივლისი, 1939 , თბილისი) — ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მსახიობ გეგა კობახიძის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათელა მაჭავარიანი დაიბადა 1939 წლის 6 ივლისს, თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 ქალთა საშუალო სკოლა, 1970 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 1974–1979 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 1974–2009 წლებში თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი.

გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე ჟანა დარკის როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს ჯილდო და პრემია. ასევე სიგელი და პრემია სპექტაკლში „სადა ხარ სოფიკო“ — სოფიკოს როლის შესრულებისათვის. 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით „ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“.[1]

პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათელა მაჭავარიანი 2006 წლიდან სალომე ზურაბიშვილის პარტია „საქართველოს გზის“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო. 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის „ალიანსი საქართველოსთვის“ საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2010 წლის მოწვევის თბილის საკრებულოს წევრი გახდა.[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბოგვერაძე, მარიამ (9 მარტი, 2021). „პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მომუშავე 8 ქალი დააჯილდოვა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარე ნათელა მაჭავარიანი იქნება.