ქოლგა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ქოლგა“

ფილმის კადრი, რომელზეც ჩანს ფილმის სათაური „ქოლგა“.
დამდგმელი რეჟისორი მიხეილ კობახიძე
სცენარის ავტორი მიხეილ კობახიძე
როლებში
კომპოზიტორი მიხეილ კობახიძე
ხმის ოპერატორი თენგიზ ნანობაშვილი
ოპერატორი ნიკოლოზ სუხიშვილი
მხატვარი გივი გიგაური
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1967
ხანგრძლივობა 18 წუთი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ

„ქოლგა“ — ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის, მიერ 1967 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფილმის ქრონომეტრაჟია 18 წუთი.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის გადაღებები დაიწყო 1966 წელს.

მოსკოვიდან ჩამოსულმა კომისიამ მასალის ნახვის შემდეგ ფილმი დაიწუნა. როგორც მიხეილ კობახიძე იხსენებდა, კომისიის ვერდიქტი შემდეგი იყო: „ამ სისულელეზე ხარჯავთ სახელმწიფო სახსრებს? ეს ფორმალიზმია, აზრი ბუნდოვანია, არ შეიძლება ამის მოსკოვში ჩვენება!“.[1] ფილმი დახურეს.

მიხეილ კობახიძემ ფილმი საკუთარი ხარჯებით დაასრულა და მოსკოვში თავის პედაგოგ სერგეი გერასიმოვთან ჩაიტანა, რომელმაც „გოსკინოსთან“ უშუამდგომლა და ფილმი გადარჩა.

საბოლოოდ ფილმი მაინც აიკრძალა, რეჟისორს კი მალევე აეკრძალა კინოს გადაღება.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის სიუჟეთი წყვილის ამბავს ეფუძნება, ქალ-ვაჟის ყურადღებას ჰაერში მოფარფატე ქოლგა მიიპყრობს. ჰაერში მოფარფატე ქოლგის დევნაში დაღლილი წყვილი ხვდება, რომ ოცნება ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.

პრიზები და ფესტივალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პრიზი და „ფიპრესის“ პრიზი, კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1967).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]