მიხეილ იშხნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიხეილ ნიკოლოზის ძე იშხნელი (დ. 1886 — გ. 1938) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და ექიმი. დაიბადა სოფელ არადეთში. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში; იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის იატაკქვეშა კომიტეტის წევრი და დამოუკიდებლობის კომიტეტის საგანგებო წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებთან. „კონტრ-რევოლუციური საქმიანობისათვის“ დააპატიმრეს და მიესაჯა 4 წელი კატორღა. 1934 წელს 3 წლით გადაასახლეს მინუსისკში (სამხრეთი ციმბირი). 1937 წელს დააპატიმრეს და რამდენიმე თვეში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]