მიხეილ ვაშაკიძე
მიხეილ ვაშაკიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 (28) აგვისტო, 1909 |
დაბ. ადგილი | დიდი ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 27 ნოემბერი, 1956 (47 წლის) |
გარდ. ადგილი | აბასთუმანი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
მიხეილ ალექსანდრეს ძე ვაშაკიძე (დ. 15 აგვისტო [ახ. სტ. 28 აგვისტო], 1909, დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 ნოემბერი, 1956, აბასთუმანი) — ქართველი ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1932). 1936–1956 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. წამოაყენა ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახალი მოხერხებული მეთოდი, რომელიც ცნობილია ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. შეადგინა გარეგალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდების ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რის საფუძველზეც გამოიკვლია სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა. შეისწავლა მზის გვირგვინისა და ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაცია, აღმოაჩინა კიბორჩხალსახის ნისლეულის გამოსხივების ძლიერი არასითბური ბუნება.
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. მისი სახელი მიაკუთვნეს მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 198.