მინერალური ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარილიანი ტბები

მინერალური ტბატბა, რომლის წყალი ძლიერ მინერალიზებულია, ე.ი. შეიცავს მარილების დიდ რაოდენობას. მინერალური ტბის კატეგორიას ზოგჯერ ისეთ ტბას მიაკუთვნებენ, რომლის წყლის მინერალიზაცია აღემატება მსოფლიო ოკეანის წყლის მარილიანობას (35გ/კგ). სხვა კლასიფიკაციის მიხედვით – ისეთ ტბას, რომლის წყალში გახსნილ ნივთიერებათა რაოდენობა 25 გ/კგ აღემატება.

ტბას, რომელიც 1-იდან 35 ‰-მდე (ან 25 ‰-მდე) მარილებს შეიცავს, სუსტად მინერალიზებულ ან მომლაშო ტბას უწოდებენ. თუ ტბის წყალში მარილების კონცენტრაცია ისე დიდია, რომ ხსნარი თითქმის ან მთლიანადაა გაჯერებული და მარილების კრისტალიზაცია და ფსკერზე დალექვა ხდება, მაშინ მას თვითმლექი ტბა ეწოდება, მის წყალს კი — რაპა. მინერალური ტბები გავრცელებულია გვალვიან მხარეებში, გაუდინარ ქვაბულებში ან ზღვის სანაპიროზე.

მინერალური ტბებიდან იღებენ სუფრის მარილს, სოდას, მირაბილიტს, ქლოროვან მაგნიუმს, ბრომის, იოდის, ბორის ნაერთებს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]