მიმოზისებრნი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მიმოზისებრნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Acacia tortilis | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Mimosaceae | |||||||||||
|
მიმოზისებრნი (ლათ. Mimosaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხშირად პარკოსანთა ოჯახის ქვეოჯახად (ლათ. Mimosoideae) მიიჩნევენ. ხეები და ბუჩქებია, იშვიათად ბალახები.
აერთიანებს 40-55 გვარს, რომლებშიც თავმოყრილია 2500-მდე სახეობა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. კავკასიასა და შუა აზიაში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ორი სახეობა — აბრეშუმა აკაცია და ლათ. Lagonychium farctum.
ოჯახის ზოგიერთი სახეობა ძვირფას მერქანს იძლევა, ზოგი გუმიარაბიკსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. ტროპიკული ლიანა ლათ. Entada scandens 2 მ-მდე სიგრძის ნაყოფებს (პარკებს) ისხამს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 702.