მია ხალიფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მია ხალიფა
Mia Khalifa.jpg
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1993 (1993-02-10) (26 წლის)
დაბადების ადგილი:ბეირუთი, ლიბანი
თმის ფერი:შავი
სიმაღლე:157სმ
წონა:55კგ
სასცენო სახელები:მია კალისტა
[miakhalifa.com ოფიციალური საიტი]

მია ხალიფა (არაბ. ميا خليفة‎; დ. 10 თებერვალი, 1993, ბეირუთი, ლიბანი; აგრეთვე ცნობილია როგორც მია კალისტა) — ლიბანური წარმოშობის ამერიკელი პორნომსახიობი, ინტერნეტ-ვარსკვლავი, სპორტული კომენტატორი და „კამერის მოდელი“. ცნობილი გახდა პორნომსახიობობით 2014-2015 წლებში.

დაიბადა 1993 წლის 10 თებერვალს. 2001 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა აშშ-ში საცხოვრებლად. სახლი დატოვა სამხრეთ ლიბანის კონფლიქტის გამო. მისი ოჯახი კათოლიკე იყო. პორნოკარიერა დაიწყო 2014 წლის ოქტომბერში. ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით ვებ-გვერდზე „Pornhub“ იკავებდა პირველ ადგილს. ამის შემდეგ მან მიიღო მოკვლის მუქარა.

2011 წელს ხალიფა დაქორწინდა თანასკოლელზე, ისინი 2016 წელს დაშორდნენ. მას ჰყავს 2,3 მილიონი მიმდევარი Twitter-ზე და 11 მილიონი Instagram-ზე. იგი არის ინგლისური კლუბის „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ გულშემატკივარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]