მთიანი ყარაბაღის ომი (2020)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტი)
მთიანი ყარაბაღის ომი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი

  ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანმა ომის მიმდინარეობისას დაიბრუნა
  ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად დაუბრუნდა
  ტერიტორიები მთიან ყარაბაღში, სადაც რუსი სამშვიდობოები მოქმედებენ
  ლაჩინის დერეფანი და დადივანქის მონასტერი, სადაც რუსი სამშვიდობოები მოქმედებენ
თარიღი 17 სექტემბერი, 2020 - 10 ნოემბერი, 2020
მდებარეობა მთიანი ყარაბაღი
აზერბაიჯანი
შედეგი

აზერბაიჯანის გამარჯვება[1][2]

ტერიტორიული
ცვლილებები
ომის დროს აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა 9 ქალაქსა და 240 სოფელზე [6], ასევე აზერბაიჯანისა და ირანის მთელ საზღვარზე დაამყარა კონტროლი.
მხარეები
  • შეიარაღების მიმწოდებელი:
  • რუსეთის დროშა რუსეთი (ირანის გავლით)[გ]
მეთაურები
ძალები
შეიარაღება:
  • უცნობი რაოდენობის სამხედროები რეგულარულ არმიაში
შეიარაღება:
დანაკარგები
აზერბაიჯანზე დაყრდნობით:

სხვა წყაროებზე დაყრდნობით:

  • 250 მოკლული სირიელი მებრძოლები (SOHR)[36]
სომხეთზე დაყრდნობით:
  • 1 302 მოკლული სამხედრო[45]
  • 21 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო[46]
  • სულ 5 000 მოკლული (22 ოქტომბრისათვის; რუსეთზე დაყრდნობით)[47]
  • 91 აზერბაიჯანელი[48] და 54 სომეხი მოკლული მშვიდობიანი[49]
  • 405 აზერბაიჯანელი და 148 სომეხი დაშავებული მშვიდობიანი[48][49]
  • 1 ჩამოგდებული რუსული Mi-24, 2 ეკიპაჭის წევრი მოკლული, 1 დაჭრილი[50]
  • 2 სომეხი,[51] 1 აზერბაიჯანელი,[52] 2 ფრანგი[53] და 3 რუსი დაშავებული ჟურნალისტები[54]
  • 1 დაშავებული ირანელი მშვიდობიანი უმისამართო სროლისგან[55]
  • 40 000 აზერბაიჯანელი[56] და 90 000 ეთნიკური სომხები დევნილი[57][58]
[59]
მთიანი ყარაბაღის ომი ვიკისაწყობში
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის რუკა და მიმდებარე ტერიტორიები. წითელი საზღვრებით გარშემორტყმული ტერიტორია შეესაბამება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ 1994–2020 წლებში დე-ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიას. ყვითელი ადგილები შეესაბამება საბჭოთა პერიოდის მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს, ხოლო ყვითელი ზოლის მქონე ტერიტორიებს აკონტროლებს აზერბაიჯანი, მაგრამ ამას პრეტენზია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აქვს. მწვანე ზოლები შეესაბამება ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიღმა მდებარე ტერიტორიებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას დე ფაქტო ეჭირა 1994 წელს მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ.
2020 წლის მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის რუკა.

მთიანი ყარაბაღის ომი (აზერ. İkinci Qarabağ müharibəsi, სომხ. Արցախյան երկրորդ պատերազմ) — შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

შეტაკებები დაიწყო 2020 წლის 27 სექტემბრის დილას მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, რომელიც დამყარდა მთიანი ყარაბაღის 1988–1994 წლების ომის შემდეგ. შეტაკებების საპასუხოდ, სომხეთმა და არცახმა სრული მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. აზერბაიჯანმა კომენდატის საათი და სრული მობილიზაცია გამოაცხადა. კონფლიქტის დროს გამოიყენებოდა სამხედრო ავიაცია, დრონები, შორ მანძილზე მსროლელი მძიმე არტილერია[60] და ბალისტიკური რაკეტები, ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან ონლაინ-საინფორმაციო ომსა და სახელმწიფო პროპაგანდას. [61]

მრავალმა ქვეყანამ და გაერომ მკაცრად დაგმო კონფლიქტი და ორივე მხარეს მოუწოდა დაძაბულობის დეესკალაციისკენ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისკენ. საერთაშორისო ანალიტიკოსთა აზრით, საბრძოლო მოქმედებები, სავარაუდოდ, დაიწყო აზერბაიჯანის შეტევით. [62]

მხარეები მოსკოვში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში 10 ოქტომბერს შევიდა. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არაერთხელ დაირღვა, შეჩერდა გარდაცვლილთა გეგმიური დაბრუნებისა და დაჭრილთა და პატიმართა გაცვლის პროცესები.[63] ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვი ათასამდე მერყეობს. რუსულ-თურქული გეოპოლიტიკური დინამიკისა და მილსადენის პოლიტიკის გამო არსებობს ფართო რეგიონულ კონფლიქტად გადაზრდის საშიშროებაც. [64]

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთიანი ყარაბაღი კონფლიქტური რეგიონია, რომელიც ადმინისტრაციულად აზერბაიჯანს ეკუთვნის, თუმცა მეტწილად სომეხი ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული. ეს რეგიონი აზერბაიჯანის დე იურე ნაწილია, მაგრამ ფაქტობრივად იმართება თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს სომხეთი.[65] ეთნიკური ძალადობა დაიწყო გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და სრულ ომში გადაიზარდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 1991 წელს. მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად 750,000 აზერბაიჯანელი და 353,000 სომეხი გადასახლდა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ომი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა.

სამი ათწლეულის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა. მიმდინარე კონფლიქტამდე ყველაზე სერიოზული ინციდენტები იყო მთიანი ყარაბაღის 2016 წლის შეტაკებები. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია, თუ როგორ სურთ ტერიტორიის მართვა ამ რეგიონის ამჟამინდელ მცხოვრებლებს, გამოკითხვების თანახმად, მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყვნენ. 2019 წლის აგვისტოში სომხეთის პრემიერ- მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ესტუმრა რეგიონს, სადაც მან განაცხადა: „არცახი სომხეთია, წერტილი“.

შეტაკებები მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე 2020 წლის ივლისში. ათასობით აზერბაიჯანელმა საპროტესტო აქცია გამართა სომხეთის წინააღმდეგ მათ ომის დაწყება სურდათ.

2020 წლის ივლისიდან სომხეთმა და აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. საომარი მოქმედებების განახლებამდე გაჩნდა ბრალდებები, რომ ჰამზას დივიზიის ასობით სირიელი შეიყვანეს აზერბაიჯანში. მაშინ, როდესაც პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული თურქული მედია აცხადებდა, რომ ერაყიდან და სირიიდან ჯარისჯაცები მთიან ყარაბაღში სომხების მხარდასაჭერად გადავიდნენ. როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მთავრობები უარყოფენ ბრალს უცხოელი მებრძოლების მონაწილეობის შესახებ.[66]

10 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 ოქტომბრის 04:00 საათზე (რუსეთის დროით 00:00 სთ-ზე) რუსეთმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანიც შეთანხმდნენ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. ოფიციალურად შეჩერდა საომარი მოქმედებები 12:00 საათზე (GMT 08:00 სთ-ზე), პატიმრებისა და გარდაცვლილების გაცვლის მიზნით, რასაც წითელი ჯვარი უწყობდა ხელს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დარღვევები მუდმივად მიმდინარეობდა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე სამოქალაქო დასახლებების დაბომბვაში. ამასთან, მეორე მხარის დაბომბვას ორივე ქვეყანა უარყოფს. თითოეულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში. ამის შემდეგ მალევე მოხდა შეტაკებები, ძლიერი ბრძოლები ჰადრუთში და დაბომბვები. აზერბაიჯანმა უფრო დიდი ტერიტორია დაიკავა. დაახლოებით 23:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ ტარტარს. ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეპანაკერტს.

1 და 17 ოქტომბერს სომხურმა მხარემ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა აზერბაიჯანის ქალაქ განჯას მიმართულებით, რასაც მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა სომხებს სამაგიერო გადაუხადეს ფუზულისა და მიმდებარე სოფლების დაკავებით, ალიევმა ასევე მოითხოვა კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ ჩარევა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უარყოფილია აზერბაიჯანისა[11][12] და თურქეთის მიერ.[13]
  2. თურქეთი და აზერბაიჯანი უარყოფენ თურქეთის პირდაპირ ჩარევას.[15]
  3. აზერბაიჯანისა[22] და სხვადასხვა მოხსენებების მტკიცებით.[23][24][25] უარყოფილია ირანის მიერ.[26][27]
  1. Azerbaijan and Armenia agree full ceasefire in Nagorno-Karabakh. Financial Times (10 November 2020). ციტატა: „Agreement is seen as victory for Baku and will be monitored by Russian forces“
  2. Armenia, Azerbaijan and Russia sign Nagorno-Karabakh peace deal. BBC (10 November 2020). ციტატა: „The BBC's Orla Guerin in Baku says that, overall, the deal should be read as a victory for Azerbaijan and a defeat for Armenia.“
  3. Deal Struck to End Nagorno-Karabakh War. The Moscow Times (10 November 2020). ციტირების თარიღი: 10 November 2020
  4. „Armenia, Azerbaijan and Russia sign Nagorno-Karabakh peace deal“. BBC News. 10 November 2020. ციტირების თარიღი: 10 November 2020.
  5. https://www.gulftoday.ae/news/2020/11/10/armenia-azerbaijan-and-russia-sign-nagorno-karabakh-peace-deal
  6. Son dakika haberi: Azerbaycan Cumhurbaşkanı duyurdu: 49 yerleşim yeri daha kurtarıldı tr. CNN Türk (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  7. 7.0 7.1 France accuses Turkey of sending Syrian jihadists to Nagorno-Karabakh. Reuters (1 October 2020). ციტატა: „"We now have information which indicates that Syrian fighters from jihadist groups have (transited) through Gaziantep (southeastern Turkey) to reach the Nagorno-Karabakh theatre of operations"“ ციტირების თარიღი: 1 October 2020
  8. Turkey deploying Syrian fighters to help ally Azerbaijan, two fighters say. Reuters. ციტირების თარიღი: 11 October 2020
    Armenia–Azerbaijan conflict: Azerbaijan president vows to fight on (30 September 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020
  9. Carley, Patricia. Turkey recruiting Syrians to guard troops and facilities in Azerbaijan. Middle East Eye (September 29, 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020
  10. McKernan, Bethan; Safi, Michael. Nagorno-Karabakh: at least three Syrian fighters killed. The Guardian (30 September 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020
  11. Azerbaijan denies Turkey sent it fighters from Syria (28 September 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020
  12. Nagorno-Karabakh: Azerbaijan accuses Armenia of rocket attack. The Guardian (5 October 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020
  13. „Türkiye'nin Dağlık Karabağ'a paralı asker gönderdiği iddiası“. Deutsche Welle (თურქული). 29 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 October 2020. ციტირების თარიღი: 11 October 2020.
  14. F-16s Reveal Turkey's Drive to Expand Its Role in the Southern Caucasus. Stratfor (8 October 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2020. ციტატა: „The presence of the Turkish fighter aircraft ... demonstrate[s] direct military involvement by Turkey that goes far beyond already-established support, such as its provision of Syrian fighters and military equipment to Azerbaijani forces.“ ციტირების თარიღი: 11 October 2020
  15. Chausovsky, Eugene (7 October 2020). „Turkey Challenging Russia's Monopoly in the South Caucasus“. Center for Global Policy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2020. ციტატა: „... it has been reported (though denied by Turkish and Azerbaijani officials) that Turkish soldiers and aircraft have been directly involved in the fighting.“
  16. Melman, Yossi (7 October 2020). „As Nagorno-Karabakh Conflict Expands, Israel-Azerbaijan Arms Trade Thrives“. Haaretz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2020. ციტირების თარიღი: 11 October 2020.
  17. „Israel sending weapons to Azerbaijan as fight with Armenia rages on: Sources“. Al Arabiya. 30 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2020. ციტატა: „... a US intelligence source told Al Arabiya English that Israel was sending planes full of weapons to Azerbaijan.“
  18. Semerdjian, Maria; Francis, Ellen (1 November 2020). „Despite Lebanon's woes, Armenians spring to action for Nagorno-Karabakh“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 1 November 2020.
  19. Zargaryan, Robert (3 October 2020). „Ուղիղ չվերթով Երևան՝ առաջնագիծ գնալու պարտաստակամությամբ“ [By direct flight to Yerevan, ready to go to the front line]. azatutyun.am (სომხური). RFE/RL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2020.
  20. Cragg, Gulliver (7 October 2020). „Armenian volunteer returns from France to fight for Nagorno-Karabakh“. France24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2020.
  21. Harounyan, Stéphanie (11 October 2020). „De Marseille à Erevan, un militant marqué au front“ (ფრანგული). Libération.
  22. „Prezident: "Ermənistanın təhlükəsizliyi, pulsuz silahlanması Rusiya tərəfindən təmin edilir". APA.az (აზერბაიჯანული). 11 October 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2020. ციტირების თარიღი: 11 October 2020.
  23. „Iran denies allowing passage of weapons into Armenia after video emerges on social media“. intellinews.com (ინგლისური). bne IntelliNews. 29 September 2020. ციტირების თარიღი: 29 September 2020.
  24. „Video footages spread regarding weapons and military equipment transport from Iran to Armenia“ (Video). APA.az (ინგლისური). 30 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2020. ციტირების თარიღი: 30 September 2020.
  25. „Military supplies for Armenia being shipped through Iran“. azernews.az (ინგლისური). AzerNews. 30 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან (Video) — 30 September 2020. ციტირების თარიღი: 30 September 2020.
  26. Spokesman Denies Claim That Arms Transferred via Iran to Armenia en. Ministry of Foreign Affairs of the Islamic Republic of Iran (29 September 2020). ციტირების თარიღი: 29 September 2020
  27. „شایعات مبنی بر کمک ایران به ارمنستان کاملا بی اساس است“. iribnews.ir (სპარსული). Islamic Republic of Iran Broadcasting. 30 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2020. ციტირების თარიღი: 30 September 2020.
  28. Major General Mayis Barkhudarov: "We will fight to destroy the enemy completely. Azerbaijani Ministry of Defence (September 28, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2020.
  29. Release of the Press Service of the President en. Official website of the President of Azerbaijan (4 October 2020). ციტირების თარიღი: 7 October 2020
  30. President Ilham Aliyev congratulates 1st Army Corps Commander Hikmet Hasanov on liberation of Madagiz from occupation en (3 October 2020). ციტატა: „President Ilham Aliyev has congratulated 1st Army Corps Commander Hikmet Hasanov on liberation of Madagiz, APA reports.“ ციტირების თარიღი: 3 October 2020
  31. Release of the Press Service of the President en (19 October 2020). ციტატა: „Commander-in-Chief of the Armed Forces of the Republic of Azerbaijan, President Ilham Aliyev congratulated Chief of the State Border Service (SBS), Colonel General Elchin Guliyev on raising the Azerbaijani flag over the Khudafarin bridge, liberating several residential settlements with the participation of the SBS, and instructed to convey his congratulations to all personnel. Colonel General Elchin Guliyev reported that the State Border Service personnel will continue to decently fulfill all the tasks set by the Commander-in-Chief.“ ციტირების თარიღი: 20 October 2020
  32. 32.0 32.1 Jalal Harutyunyan wounded, Mikael Arzumanyan appointed Artsakh Defense Minister (27 October 2020).
  33. Artsakh Defense Army deputy commander killed (2 November 2020).
  34. Legendary liberator of Shushi Seyran Ohanyan during these days has become legendary defender of Shushi: MOD representative en (8 November 2020). ციტირების თარიღი: 8 November 2020
  35. Tiran Khachatryan – National Hero of the Republic of Armenia. Public Radio of Armenia (2020-10-22).
  36. 36.0 36.1 Nagorno-Karabakh battles | Fatalities among Turkish-backed Syrian mercenaries jump to 250, and more bodies arrive in Syria (6 November 2020). ციტირების თარიღი: 6 November 2020
  37. Bensaid, Adam. (29 September 2020) A military breakdown of the Azerbaijan–Armenia conflict. TRTWorld. ციტირების თარიღი: 11 October 2020
  38. Frantzman, Seth J.. (1 October 2020) Israeli drones in Azerbaijan raise questions on use in the battlefield. Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 11 October 2020
  39. Son dakika... Görüntü dünyayı çalkaladı! SİHA vurdu, bir başka drone... tr. Milliyet (1 October 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020
  40. İlk kez Libya'da kullanılmıştı! Bu kez Azerbaycan'da görüntülendi tr. CNN Türk (28 September 2020).
  41. Missiles, rockets and drones define Azerbaijan-Armenia conflict. ციტირების თარიღი: 18 October 2020
  42. Armenia, Azerbaijan announce new attempt at cease-fire. ციტირების თარიღი: 19 October 2020
  43. Село Тапкаракоюнлу, примерно в 60 километрах от города Гянджа. Военный показывает журналистам ракету "Смерч" перед разминированием. ru. BBC Russian Service (24 October 2020). ციტირების თარიღი: 24 October 2020
  44. Azərbaycan Respublikası Müdafiə Nazirliyinin məlumatı az. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო (3 December 2020).
  45. Kiselyova, Maria; Antidze, Margarita (10 November 2020). Richardson, Alex (ed.). „Nagorno-Karabakh says its military death toll rises to 1,302“. Reuters. ციტირების თარიღი: 10 November 2020. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  46. СК Армении: "В Азербайджане находится 21 военнопленный-армянин" ru. Armenian Report (6 November 2020). ციტირების თარიღი: 6 November 2020
  47. Nagorno-Karabakh: Nearly 5,000 dead in conflict, Putin says. ციტირების თარიღი: 2020-10-22
  48. 48.0 48.1 Azerbaijan Says 91 Civilians Killed, More Than 400 Wounded Since Start Of Nagorno-Karabakh Fighting (3 November 2020). ციტატა: „"[A total of] 91 civilians have been killed by Armenia’s shelling from September 27 to today, and 405 others were wounded," Azerbaijan’s Prosecutor-General’s Office said in a press release.“
  49. 49.0 49.1 „50 Armenian civilians killed by Azerbaijani armed forces so far“. 4 November 2020. ციტირების თარიღი: 4 November 2020.
    Azerbaijani targeting of civilians has claimed lives of 31 in Artsakh
  50. Welle (www.dw.com), Deutsche. Nagorno-Karabakh: Russian helicopter shot down over Armenia.
  51. Caucasus: 4 Journalists Injured in Nagorno-Karabakh Fighting en (1 October 2020). ციტირების თარიღი: 21 October 2020
  52. „Азербайджан заявил о четырех пострадавших при обстреле Агдамского района“ (რუსული). RIA Novosti. 19 October 2020. ციტირების თარიღი: 19 October 2020.
  53. Two French journalists seriously wounded after shelling in Nagorno-Karabakh en (1 October 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020
  54. „МИД РФ: Российские журналисты в Карабахе получили средние и тяжелые ранения“. Rossiyskaya Gazeta (რუსული). 2020-10-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2020. ციტირების თარიღი: 2020-10-08.
  55. „Iran comes under attack as fighting between Armenia–Azerbaijan spreads across border“. AMN News. 3 October 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2020. ციტირების თარიღი: 11 October 2020.
  56. Nagorno-Karabakh conflict: Bachelet warns of possible war crimes as attacks continue in populated areas en. Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (2 November 2020). ციტირების თარიღი: 2 November 2020
  57. Глава МИД Армении назвал число беженцев из-за ситуации в Карабахе ru. RIA Novosti (23 October 2020). ციტირების თარიღი: 23 October 2020
  58. Nearly 90,000 people displaced, lost homes and property in Nagorno Karabakh en. ArmenPress (24 October 2020). ციტირების თარიღი: 24 October 2020
  59. U.N. says Nagorno-Karabakh attacks could be war crimes. Reuters (2020-11-02).
  60. Gatopoulos, Alex. "The Nagorno-Karabakh conflict is ushering in a new age of warfare". www.aljazeera.com. Retrieved 15 October 2020.
  61. Mirovalev, Mansur (15 October 2020). "Armenia, Azerbaijan battle an online war over Nagorno-Karabakh". Al Jazeera.
  62. "'Забуксовала, заглохла': эксперт о военной операции Азербайджана в Карабахе" (in Russian). EurAsia Daily. 2 October 2020. Азербайджанская армия не выполнила за 5 дней ни одной задачи первого дня. Михаил Ходарёнок
  63. Bagirova, Nvard Hovhannisyan, Nailia (13 October 2020). "Humanitarian crisis feared as Nagorno-Karabakh ceasefire buckles". Reuters. Retrieved 13 October 2020.
  64. "Azerbaijan strikes inside Armenia as Karabakh fighting widens". Bangkok Post. Retrieved 14 October 2020 – via AFP.
  65. "HUMAN RIGHTS SITUATION OF INTERNALLY DISPLACED PERSONS IN AZERBAIJAN". დაარქივებული 2020-09-28 საიტზე Wayback Machine. humanrightsclub.net. 19 June 2019. There are now about 600,000 registered Azerbaijani IDPs – roughly 40,000 from Nagorno-Karabakh and 560,000 from the surrounding seven occupied districts.
  66. Turkish claims of PKK fighters in Armenia absolute nonsense: Armen Sarkissian". Al Arabia. 29 September 2020. Retrieved 30 September 2020.