შინაარსზე გადასვლა

Bayraktar TB2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Bayraktar TB2
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Bayraktar TB2
ფუნქცია უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი
წარმოება თურქეთის დროშა თურქეთი
შემქმნელი ბაიქარი
პირველი გაფრენა აგვისტო2014; 10 წლის წინ (2014-08)
სტატუსი შეიარაღებაში
მომხმარებლები
ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარი (2019)[1]
გაუმჯობესებული Bayraktar Akıncı
შეიქმნა Bayraktar TB1

Bayraktar TB2 (ქართ. ბაირაქტარი) — თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლის შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება. წარმოებულია თურქული კომპანია ბაიქარის მიერ, ძირითადად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის.[2] საფრენი აპარატი კონტროლდება და იმართება სახმელეთო კონტროლის სადგურში მყოფი ეკაპაჟის მიერ, მათ შორის იარაღის გამოყენებაც. ბაირაქტარი თურქულიდან ითარგმნება, როგორც „დროშას“ ან „დროშის მატარებელს“. აპარატის შექმნა და განვითარება დიდწილად სელჩუკ ბაირაქტარის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია.[3][4] საფრენი აპარატი შედგება იმპორტირებული და რეგულირებული კომპონენტებისა და ტექნოლოგიებისგან, სადაც ძრავები წარმოებულია ავსტრიაში, სარაკეტო საკიდარი წარმოებულია დიდ ბრიტანეთში და ოპტოელექტრონიკა იმპორტირებულია კანადასა და გერმანიიდან. დღეისთვის იმპორტირებული კომპონენტების რიგი ნაწილი შეჩერებულია ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგალითად, კანადას შეჩერებული აქვს სენსორების მიწოდება და ეს საკითხი ახლა კანადის მთავრობის განხილვის ქვეშაა.[5]

„Bayraktar TB2“ პირველი გაფრენა შედგა 2014 წლის აგვისტოში.[6] 2015 წლის 18 დეკემბერს ბაირაქტარის სარაკეტო ცდების ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა.[7][8] [9][10]

ბაიქარმა 2018 წლის მარტში კატართან გააფორმა ხელშეკრულება კატარის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ექვსი საფრენი აპარატის წარმოების შესახებ. 2018 წლის იანვარში, ბაიქარმა „Ukrspetsproject“–თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინის არმიისთვის 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12 თურქული „Bayraktar TB2“ და 3 სახმელეთო კონტროლის სადგურის მიყიდვის შესახებ.[11][12][13] უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების პირველი პარტია 2019 წლის მარტში მიიღო.[14]

  1. Ukraine Buys Advanced Turkish Strike Drones. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  2. Bayraktar TB2. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  3. Revealed: how UK technology fuelled Turkey's rise to global drone power. ციტირების თარიღი: 2020-01-05
  4. BAYKAR İnsansız Hava Aracı Sistemleri | SELÇUK BAYRAKTAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-13. ციტირების თარიღი: 2020-11-06.
  5. Bombardier Recreational Products suspends delivery of aircraft engines used on military drones. ციტირების თარიღი: 17 October 2020.
  6. Haber7 დაარქივებული 2018-06-18 საიტზე Wayback Machine. 18 December 2015
  7. Youtube დაარქივებული 2016-01-05 საიტზე Wayback Machine. May I present to you eventually, 100% Turkish manufactured armed UAV: BAYRAKTAR TB2
  8. Official video footage of Turkish UCAV tests. ციტირების თარიღი: 2015-12-18
  9. „Yerli IHA ilk harekatinda 5 teroristi vurdu“. 2016-09-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-09.
  10. „Bayraktar ilk silahlı operasyonunu PKK'ya yaptı“. Kokpit.Aero. 2016-09-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-10. ციტირების თარიღი: 2020-11-06.
  11. Ukraine confirms procurement of Turkish unmanned combat aerial vehicles en-US (2018-11-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-06. ციტირების თარიღი: 2020-11-06.
  12. Ukraine signs agreement to procure Turkish Bayraktar TB2 drones en-US (2019-01-12). ციტირების თარიღი: 2019-01-15
  13. Ukraine, Turkey have signed deal for 12 Bayraktar TB2 UAVs, Poroshenko says (12 January 2019).
  14. Sariibrahimoglu, Lale. Ukraine receives Bayraktar armed UAVs from Turkey (11 March 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 March 2019. ციტირების თარიღი: 11 March 2019.
  15. Everything We Know About The Fighting That Has Erupted Between Armenia And Azerbaijan. The Drive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 26 October 2020.
  16. ‘Largest drone war in the world’: How airpower saved Tripoli.  Al Jazeera. ციტირების თარიღი: 4 November 2020.
  17. Turkey delivered Bayraktar TB2 drones to Qatari Emirati Armed Forces. Global Defense Corp. ციტირების თარიღი: 4 November 2020.
  18. Bayraktar TB2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 17 October 2020.
  19. Sariibrahimoglu, Lale. Ukraine receives Bayraktar armed UAVs from Turkey (11 March 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 March 2019. ციტირების თარიღი: 11 March 2019.
  20. Ukraine, Turkey have signed deal for 12 Bayraktar TB2 UAVs, Poroshenko says (12 January 2019).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Bayraktar_TB2&oldid=4646460“-დან