განხილვა:მთიანი ყარაბაღის ომი (2020)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „მთიანი ყარაბაღის ომი (2020)“ შეიქმნა
„ვმ საქართველოს“ და კავკასიელი ვიკიმედიელების ერთობლივი საერთაშორისო ვიკიმარათონის „ვიკის უყვარს კავკასია 2020“-ის ფარგლებში.

სათაურის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

არასტანდარტული სათაურია. უკეთესი იქნება ალბათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი (2020) --Wiki - ჯაბა 16:40, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით ომი უნდა ეწეროს. ომი მთიან ყარაბაღში (2020) ან მთიანი ყარაბაღის ომი (2020). გიო ოქრო 16:42, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს კონფლიქტი ნამდვილად არ არის და ომის მაშტაბიც არ გააჩნია (თვით მხარეების მიხედვითაც), ამიტომ ჩემი აზრით უნდა იყოს ყარაბაღის ბრძოლები (2020), აზრობრივად და რეალურად ეს ყველაზე ახლოსაა დღევანდელ სიტუაციასთან. --Mehman 97 17:23, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ხოდა კონფლიქტია, ინგლისელებიც ასე წერენ, რუსებიც... მე ისევ იმ აზრზე ვრჩები. --Wiki - ჯაბა 17:46, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

de:Armenisch-Aserbaidschanische Zusammenstöße 2020 სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებები 2020 ან ru:Вооружённый конфликт в Нагорном Карабахе შეიარაღებული კონფლიქტი მთიან ყარაბაღში (შეიარაღებული, რომ დაემატოს სტატიის სათაურს)--ცანგალა 18:02, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
როგორც ინგლისურშიც ვხედავთ და წყაროების უმეტესობაც მიუთითებს, ეს უკვე ომია და გთავაზობთ სტატია გადავიტანოთ „მთიანი ყარაბაღის ომი (2020)“-ზე, როგორც ეს ინგლისურშია. --Mehman 97 15:45, 5 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ახლა დასტურ. --Wiki - ჯაბა 15:46, 5 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები @Mehman97:-ს, სულ რომ ინგლისურს თავი დავანებოთ ეს რიგითი შეტაკებების და კონფლიქტის მასშტაბის დიდი ხანია აღარ არის--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 15:50, 5 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სათაური სწრაფად უნდა შევათანხმოთ, ამ სტატიას უკვე 614 ნახვა აქვს და ნუ შევიყვანთ ხალხს შეცდომაში--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 15:51, 5 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რასაც აქ შევთანხმდებით გავრცელდება სტატიაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ქრონოლოგია (2020) (რომელსაც ახლა ვწერ). --Wiki - ჯაბა 16:19, 5 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვინაიდან სხვა ალტერნატივა არ გაჟღერდა, სტატია გადამაქვს ახალ სახელწოდებაზე. --Mehman 97 13:54, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა --Mehman 97 13:58, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

„მთიანი ყარაბაღის“ თუ უბრალოდ „ყარაბაღის“? „მთიანი ღარაბაღი“ კონკრეტული გეოგრაფიული ადგილია (იხ. რუკა1, რუკა2), ხოლო შეტაკებები მიმდინარეობდა გაცილებით დიდ ტერიტორიაზე ვიდრე უბრალოდ „მთიანი ყარაბაღია“ (იხ. რუკა3). მეტიც შეტაკებების უმეტესი ნაწილი „მთიანი ყარაბაღის“ ტერიტორიაზე არც ყოფილა. სამაგიეროდ შეტაკება იყო ისტორიულ-გეოგრაფიული ყარაბაღის ტერიტორიაზე. ამდენად, ლოგიკურია რომ რომ სტატიას ერქვას „ყარაბაღის ომი (2020)“. -- OpusDEI 18:05, 11 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქ გეოგრაფიულ სიზუსტეზე არ არის საუბარი, აქ ცნობადობაზეა დამოკიდებული სახელწოდება. ყველაფერი სწორად არის. --Mehman 97 12:20, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]