შინაარსზე გადასვლა

მერცბახერის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერცბახერის ტბა
კოორდინატები: 42°12′25″ ჩ. გ. 79°50′51″ ა. გ. / 42.20694° ჩ. გ. 79.84750° ა. გ. / 42.20694; 79.84750
მდებარეობა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 3304 
სიგრძე 2–3 კმ
სიგანე 1.1 კმ
ფართობი 4.5 კმ²
მერცბახერის ტბა — ყირგიზეთი
მერცბახერის ტბა

მერცბახერის ტბა (ყირგ. Мерцбахер көлү) — მორენული ტბა ყირგიზეთში. მდებარეობს ცენტრალური ტიან-შანის აღმოსავლეთ ნაწილში, თენგრი-ტაგისა და სარიჯაზის ქედებს შორის. მდებარეობს ჩრდილოეთ ინილჩექისა და სამხრეთ ინილჩექის შეერთების ადგილში, ზღვის დონიდან 3304 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 4.5 კმ², წყლის მოცულობა 0.129 კმ³, მაქსიმალური სიღრმე 60 მ. ტბის სიგრძე 2–3 კმ, ხოლო სიგანე 1.1 კმ-ია. საზრდოობს ძირითადად მყინვარული წყლებით.[1]

მერცბახერის ტბა წარმოიქმნა მცირე გამყინვარების პერიოდის დასასრულს, XIX საუკუნეში. აქვს ორი, — ზემო და ქვემო აუზი, რომლებიც დაყოფილია 3–4 კმ სიგრძისა და 400 მ სიმაღლის ყინულოვანი მერცბახერის მდინარით. ტბის ქვედა, დიდი ნაწილი სამხრეთიდან ჩაკეტილია მყინვარული კაშხლით. ზაფხულსა და ზამთარში არხების საშუალებით წყლისგან სრულიად იცლება და მდინარე ინილჩექზე წყალმოვარდნას განაპირობებს, რასაც თან სდევს ხიდების, გზებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების ნგრევა. გადაგდებული წყლის ხარჯია 1000 მ³/წმ. გარღვევის დროს ტბაში გროვდება 0.06–0.07 კმ³ წყალი. გარღვევები მაშინ ხდება, როდესაც წყლის ტემპერატურა ტბაში 10–15°C აღწევს.[2]

ტბა აღმოაჩინეს გერმანელი გეოგრაფის გოტფრიდ მერცბახერის ექსპედიციის დროს 1903 წელს.[1]

  1. 1.0 1.1 Кыргыз Улуттук Энциклопедиясынын башкы. Кыргызстандын географиясы, Бишкек, 2004
  2. Интерактивная карта лучших практик. Озеро Мерцбахера