გოტფრიდ მერცბახერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოტფრიდ მერცბახერი
გერმ. Gottfried Merzbacher
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1843(1843-12-09)[1] [2]
დაბ. ადგილი ბაიერსდორფი
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1926(1926-04-14)[1] [2] (82 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა გეოგრაფი, მკვლევარი, კარტოგრაფი, ალპინისტი, ფოტოგრაფი და ბოტანიკოსი
ჯილდოები წმინდა მიქაელის ორდენი, კარლ რიტერის მედალი და honorary doctor of the University of Munich

გოტფრიდ მერცბახერი (გერმ. Gottfried Merzbacher; დ. 9 დეკემბერი 1843, ბაიერსდორფი — გ. 14 აპრილი 1926, მიუნხენი) — გერმანელი გეოგრაფი, ალპინისტი და მოგზაური.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოტფრიდ მერცბახერი დაიბადა 1843 წლის 9 დეკემბერს ერთ-ერთ პატარა სოფელში. მამამისი მარკუს მერცბახერი იყო ტყავებზე მოვაჭრე. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა გოტფრიდმა გადაწყვიტა ოჯახის საქმიანობის გაგრძელება და მეტყავე უნდოდა გამოსულიყო. სწავლის დასაწყებად გაემგზავრა ლონდონში, პარიზსა და სანქტ-პეტერბურგში, რის შედეგადაც შესანიშნავად დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

1868 წელს მიუნხენში გოტფრიდ მერცბახერმა გახსნა ტყავების საკუთარი მაღაზია. საქმიანობა წინ წაიწია და ამიერიდან მან გადაწყვიტა ბიზნესის გაყიდვა და მთებში მოგზაურობა.

მოგზაურობისას დაიწყო ჩანაწერებისა და სამეცნიერო სტატიების წერა, რომელიც შემდეგ ქვეყნდებოდა რამდენიმე სპეციალურ ჟურნალში. 1891 წელს მერცბახერმა განახორციელა მნიშვნელოვანი ექსპედიცია კავკასიონზე. შედეგად დაწერა ორტომიანი ნაშრომი სახელწოდებით „კავკასისიის მაღალმთიანი რეგიონები“ (გერმ. „Aus den Hochregionen des Kaukasus“), რომელიც გამოიცა 1901 წელს. კავკასიონზე ყოფნისას იგი სპორადულ დაკვირვებებს ატარებდა საქართველოს მყინვარებზე.

ამის შემდეგ მან ორი ექსპედიცია განახორციელა ტიან-შანის მთებში. 1902 წელს პირველმა სცადა ასვლა მწვერვალ ხან-თენგრიზე (ვერ დაიპყრო). მიუხედავად იმისა, რომ ვერ განახორციელა ხან-თენგრის დაპყრობა, მან შეძლო და აღმოაჩინა მყინვარი ინილჩექი და ასევე მოახდინა თენგრითაღის ქედის დეტალური რუკის შედგენა. მერცბახერის სახელობისაა ტბა ყირგიზეთშიმერცბახერის ტბა, რომელიც მის მიერ იყო აღმოჩენილი.

ალპინიზმსა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა მრავალი ჯილდო და პრემია.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Aus den Hochregionen des Kaukasus, Duncker & Humblot, Leipzig 1901
  • Vorläufiger Bericht über eine in den Jahren 1902 und 1903 ausgeführte Forschungsreise in den zentralen Tian-Schan, J. Perthes, Gotha 1904

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]