სამნიტური ომები
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამნიტური ომები – ომები რომის რესპუბლიკასა და სამნიტთა გაერთიანებას შორის ცენტრალურ იტალიაში. მიმდინარეობდა ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარში და ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში. სამნიტები ამ დროისთვის დომინირებდნენ ცენტრალური იტალიის სამხრეთ ნაწილში. ამ ომების შედეგად კი რომაელებმა საბოლოოდ დაიმორჩილეს იტალიის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ერები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 18-19, თბ., 1985 წელი.
|
||||||||||||||