მელოტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელოტა
Common Coot (Fulica atra) in a Nelumbo nucifera (Indian Lotus) pond W IMG 8846.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: წეროსნაირნი
ოჯახი: ლაინასებრნი
გვარი: მელოტები
სახეობა: მელოტა
ლათინური სახელი
Fulica atra
ქვესახეობები
  • Fulica atra atra Linnaeus, 1758
  • Fulica atra lugubris S. Müller, 1847
  • Fulica atra novaeguinea Rand, 1940
  • Fulica atra australis Gould, 1845
დაცვის სტატუსი
არეალი
Fulica atra distribution.png
  ბუდობის არეალი
  წლიური არეალი
  გამოზამთრების ადგილი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 176290
NCBI 9121
EOL 1049300

მელოტა (ლათ. Fulica atra) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა, ავსტრალიაში და ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე. საქართველოშიც ბუდობს. იგი უმთავრესად იმ ტბებზე, მდინარეებსა და საგუბარებში ბინადრობს, რომელთა ნაპირები ლელით, ლერწმითა და სხვა მცენარეებითაა დაფარული. ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე და რიგ ტბებზე (პალიასტომი). მელოტა კარგად ცურავს და ყვინთავს. წყალში ჩაყურყუმალებულ მელოტას იქ ხანგრძლივად ყოფნა შეუძლია]]. იგი დებს 6-15 კვერცხს; ბარტყების გამოჩეკას 20-21 დღე-ღამე სჭირდება. ბარტყები გამოჩეკისთანავე წყალში შედიან და ორივე მშობლის ხელმძღვანელობით სწავლობენ ცურვას, ყვინთვას და საკვების მოპოვებას. იკვებება წყლის მცენარეებით, მოლუსკებით, მწერებით. სანადირო ობიექტია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 6 ან 7 ნომერი საფანტი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 560, თბ., 1983 წელი.
  • გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ., 1969.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მონადირის ცნობარი“, გვ. 29.