მელოდიური დეზ-მეტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელოდიური დეზ-მეტალი (ხშირად უბრალოდ მელოდეზი) — დეზ-მეტალის ქვეჟანრი, რომელიც აერთიანებს ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის მელოდიურობას დეზ-მეტალის ინტენსიურობასთან. ჟანრი ცნობილია ასევე გეტებორგის მეტალის სახელითაც, იმ შვედური ქალაქის მიხედვით, სადაც წარმოიშვა იგი. ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი მომენტია კლავიშების დამატება, რომელიც ადრეულ სიმღერებში არ გვხვდება. მელოდიურ დეზ-მეტალს ახასიათებს უფრო მელოდიური გიტარის რიფები, მელოდიური სოლოები და მეტი ყურადღება აკუსტიკურ გიტარაზე, ვიდრე ტრადიციულ დეზ-მეტალს.

მელოდიური დეზ-მეტალის პიონერები/დამაარსებლები არიან ჯგუფები: Dark Tranquillity, In Flames, At the Gates.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დენ მარსიკანო. What is Melodic Death Metal. About.com. წაკითხვის თარიღი: 2011-02-26.