მელიტონ გობეჩია
იერსახე
მელიტონ გიორგის ძე გობეჩია (დ. 9 აგვისტო, 1878, ჭაქვინჯი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ივნისი, 1914, ხარკივი) — ქართველი პუბლიცისტი, პოეტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897 წლიდან მასწავლებლობდა. 1905 წელს იყო გაზეთ „ცნობის ფურცლის“ კორესპონდენტი ზუგდიდის მაზრაში. 1906 წელს გაემგზავრა პარიზში სასწავლებლად და 1910 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა სოციალ-ფედერალისტური მიმართულების „სახალხო გაზეთში“. 1911 წელს დააპატიმრეს. გარდაიცვალა ხარკოვის ციხეში 35 წლის ასაკში. გობეჩიას ეკუთვნის ლექსების კრებული „ჰანგები“ (1902), „პარიზის სონეტები“ (1910), ორი პოემა „ფარნაოზი“ და „ამირანი“; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 54.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელიტონ გობეჩია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მელიტონ გობეჩია დაარქივებული 2019-03-18 საიტზე Wayback Machine. — განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.