სახალხო გაზეთი
იერსახე
„სახალხო გაზეთი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების ცენტრალური ორგანო; გამოდიოდა 1909–1914 წლებში თბილისში. რედაქტორ-გამომცემლები იყვნენ: დ. ხრამელაშვილი, ი. სონღულაშვილი, ნ. კურდღელაშვილი, ა. ჭუმბაძე. 1910–1914 წლებში გაზეთს ჰქონდა სურათებიანი დამატება. 1914 წლიდან „სახალხო გაზეთის“ ნაცვლად გამოდიოდა „სახალხო ფურცელი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 230.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახალხო გაზეთი: სურათებიანი დამატება კოლექცია ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“