მეზოფიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მეზოფიტები (მეზო... და ბერძ. phyton — მცენარე) — მცენარეები, რომლებიც იზრდებიან ზომიერად ტენიან ადგილებში. გარდამავალი ჯგუფია ჰიგროფიტებიდან ქსეროფიტებისაკენ. განეკუთვნება ზომიერი სარტყლის ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქები, მეტწილად მდელოს (სამყურა, ტიმოთელა და სხვა) და ტყის (შროშანა, მჟაველა და სხვა) ბალახები, ზოგჯერ კი ველისა და უდაბნოს ადრეგაზაფხულის ერთ- და ორწლოვანი მცენარეები (ეფემერები). ბევრი სასოფლო-სამეურნეო მცენარე და სარეველები. მეზოფიტები ბევრია აგრეთვე ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]