ტიმოთელა
Jump to navigation
Jump to search
ტიმოთელა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Phleum | |||||||||||
|
ტიმოთელა (ლათ. Phleum) — ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს თავთავისებრი საგველა ყვავილედი, ერთყვავილიანი თავთუნი, მოგრძო-ოვალური მარცვალა ნაყოფი. ივითარებს მეჩხერ ბუჩქს.
ევროპაში, აზიასა და აფრიკაში გავრცელებულია 15 სახეობა. ცხოველთა საკვებად იყენებენ 4 სახეობას. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდელოს ტიმოთელა. მისი 100 კგ თივა შეიცავს 49 საკვებ ერთეულს და 3,1 კგ მონელებად პროტეინს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყურაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 719, თბ., 1985 წელი.