შროშანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შროშანა
შროშანა
შროშანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  შროშანისებრნი
გვარი:  შროშანა
ლათინური სახელი
Convallaria

შროშანა (ლათ. Convallaria) — ფესურიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. თეთრი, ზარისებრი, სურნელოვანი ყვავილები და წითელი კენკრა ნაყოფი აქვს. გვარის სახეობებიდან ერთ-ერთი transcaucasica - სამხრეთ კავკასიის ენდემია, საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში იზრდება. აღნიშნული სახეობა შხამიანია. ყვავილი და ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს - ძირითადად კონვალატოქსინს და კონვალაზიდს, რომლებსაც გულის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ. მედიცინაში იხმარება ყვავილებისაგან გამოხდილი ეთეროვანი ზეთიც. შროშანა დეკორატიული მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]