მაჭახელა ხელვაჩაური (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაჭახელა ხელვაჩაური
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი მაჭახელა ხელვაჩაური
დაარსდა 2011
სტადიონი ცენტრალური სტადიონი, ხელვაჩაური
(ტევადობა: 1,000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა ამირან გოგიტიძე
ლიგა პირველი ლიგა ჯგუფი B

„მაჭახელა“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ხელვაჩაურიდან. ასპარეზობს პირველ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ხელვაჩაურის ცენტრალურ სტადიონზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო გუნდი 2011 წელს ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა და აქტიურად ჩაერთო დასავლეთ საქართველოს მეორე ლიგის გათამაშებაში. 2012-2013 წლების სეზონში საფეხბურთო გუნდი მონაწილეობას იღებდა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშებაში (დასავლეთის ზონა. მეორე კალენდარი) და ლიგის ჩემპიონი გახდა, რითაც ის პირველ ლიგაში გადავიდა. სამომავლოდ დაგეგმილია გუნდის დაფინანსების ზრდა და მისი როგორც იურიდიული სახით ჩამოყალიბება, რომელსაც შემდგომში სპონსორების დაფინანსებაც უნდა დაემატოს. ხელვაჩაურში გარდა დიდების საფეხბურთო გუნდისა ფუნქციონირებს 4 ბავშვთა ჯგუფი, რომლებიც სამომავლოდ ჩაანაცვლებენ მოწვეულ სპეციალისტებს. 2013 წელს იგი პირველ ლიგაში დაწინაურდა[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პირველ ლიგაში ფოთის “კოლხეთი”, ხელვაჩაურის “მაჭახელა” და “სამტრედია” ლიდერობენ, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 25 ოქტომბერი, 2013.