მასატოში გუნდუზი იკედა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასატოში გუნდუზი იკედა
იაპონ. 池田 正敏
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1926(1926-02-25)[1] [2]
დაბ. ადგილი Tokyo City, Tokyo Prefecture, იაპონიის იმპერია
გარდ. თარიღი 9 თებერვალი, 2003(2003-02-09)[1] [2] (76 წლის)
გარდ. ადგილი ანკარა[2]
დასაფლავებულია Karşıyaka Cemetery[1]
მოქალაქეობა  იაპონია
 თურქეთი
საქმიანობა მათემატიკოსი[2] და პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი[1] , ოსაკის უნივერსიტეტი[1] , ოსაკის უნივერსიტეტი[1] , Ege University[1] , Hacettepe University[1] , ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი[1] , Eastern Mediterranean University[3] , TÜBİTAK Marmara Research Center[3] და Feza Gürsey Institute[3]
ალმა-მატერი ოსაკის უნივერსიტეტი[1] , ჰამბურგის უნივერსიტეტი[1] და ნაგოიის უნივერსიტეტი[1]
მეუღლე Emel Ikeda[1]

მასატოში გუნდუზი იკედა (იაპონ. 池田 正敏 ギュンドゥズ; დ. 25 თებერვალი, 1926 — გ. 9 თებერვალი, 2003) — იაპონური წარმოშობის თურქი მათემატიკოსი. დიდი წვლილი შეიტანა რიცხვების ალგებრულ თეორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასატოში იკედა დაიბადა 1926 წლის 25 თებერვალს ტოკიოში. მასატოშის მშობლები იყვნენ სადაზღვევო კომპანიის სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუნზო იკედა და იაეკო იკედა. მასატოში იკედას ჰყავდა ძმა და ორი და, თვითონ ყველაზე უმცროსი იყო. ბავშვობაში მასატოში კითხულობდა მათემატიკის წიგნებს, რომლებიც მამამისს ეკუთვნოდა. სკოლაში სწავლისას იყიდა წიგნები მათემატიკისა და მათემატიკოსების ბიოგრაფიების შესახებ. მომავალ მეცნიერზე დიდი გავლენა მოახდინა ფრანგმა მათემატიკოსმა ევარისტ გალუამ. [4]

1948 წელს მასატოში იკედამ დაამთავრა ოსაკას უნივერსიტეტი . 1953 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ხოლო 1955 წელს გახდა ასოცირებული პროფესორი. 1957-1959 წლებში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო ჰელმუტ ჰასე. სწორედ ჰასეს რჩევით ჩავიდა მასატოში იკედა 1960 წელს თურქეთში და იზმირის ეგეოსის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. 1961 წელს მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოელი სპეციალისტის რანგში განაგრძო საქმიანობა. [5]

1964 წელს მასატოში იკედა დაქორწინდა. მისი რჩეული იყო თურქი ბიოქიმიკოსი ემელ არდორი, რომელიც ჰამბურგში გაიცნო. წყვილი მეუღლის სამშობლოში გადავიდა საცხოვრებლად. თურქეთში იკედამ მიიღო ნატურალიზაცია და დაირქვა თურქული სახელი Gündüz. წყვილს ორი შვილი შეეძინა. 1968 წელს იკედა მიიწვიეს პედაგოგად ანკარაში მდებარე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (METU) ერთი წლის განმავლობაში მოწვეული პროფესორის რანგში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იკედას შესთავაზეს გაეგრძელებინა პედაგოგიური მოღვაწეობა სრული პროფესორის რანგში. [4]

დროდადრო იკედას იწვევდნენ პროფესორად სხვადასხვა უნივერსიტეტებში. რომელთა შორის იყო: ჰამბურგის უნივერსიტეტი (1966), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კალიფორნია (1971) და იარმუქის უნივერსიტეტი ირბიდში, იორდანია (1984, 198586). 1976 წელს იკედამ ჩაატარა კვლევითი სამუშაოები პრინსტონის უნივერსიტეტში. 1976 წელს იკედა წავიდა ანკარაში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა მათემატიკის განყოფილებას 1978 წლამდე. შემდეგ დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (METU). 1992 წელს გავიდა პენსიაზე.

მასატოში იკედა გარდაიცვალა 2003 წლის 9 თებერვალს ანკარაში 76 წლის.ასაკში კოკატეპეს მეჩეთში რელიგიური ცერემონიის შემდეგ. მეცნიერი დაკრძალეს კარსიაკას სასაფლაოზე.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭომ TÜBİTAK იკედას მიანიჭა სამეცნიერო პრემია.

თურქეთის მათემატიკის ფონდმა მასატოში იკედას ხსოვნის საპატივსაცემოდ დააწესა პრემია «Masatoshi Gündüz İkeda Research Award». [6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Catalog of the German National Library
  3. 3.0 3.1 3.2 https://web.archive.org/web/20110716090247/http://www.math.metu.edu.tr/ikeda/m1.html
  4. 4.0 4.1 Uzakdoğulu Bir Matematikçi-Gündüz İkeda. Biltek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-28. ციტირების თარიღი: 2013-10-21.
  5. „Prof. Dr. Gündüz İkeda vefat etti“. Hürriyet (Turkish). 2003-02-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-22. ციტირების თარიღი: 2013-10-21.
  6. Masatoshi Gündüz İkeda Research Award (2013). Mathematics Foundation of Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-21. ციტირების თარიღი: 2013-10-21.