მარტის მოვლენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტის მოვლენები
რუსეთის სამოქალაქო ომის ნაწილი
Azerbaijani victims in Baku.jpg
დაღუპული აზერბაიჯანელები ბაქოში
თარიღი 30 მარტი2 აპრილი, 1918
მდებარეობა Flag of the Transcaucasian Federation.svg ბაქო, ამიერკავკასიის ფედერაცია
შედეგი ბოლშევიკებისა და დაშნაკცუთიუნის გამარჯვება
მხარეები
Socialist red flag.svg ბოლშევიკები
Armenian Revolutionary Federation logo 1915.png დაშნაკცუთიუნი
Flag of Azerbaijani Musavat party.svg მუსავატი
მეთაურები
სტეფანე შაუმიანი
ძალები
6 000 ბოლშევიკი,
4 000 დაშნაკი[1]
10 000[1]
დანაკარგები
2 500 დაშნაკი 3 000 - 12 000 აზერბაიჯანელი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა

მარტის მოვლენები (აზერ. Mart Hadisələri) — ეთნიკური დაპირისპირება ბაქოში, რომელსაც მოჰყვა ათასობით მსხვერპლი ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელების სახით. ანტიმუსულმანურ კამპანიაში აქტიური როლი შეასრულა სომხური პარტიის დაშნაკცუთიუნის შეიარაღებულმა ძალებმა[2].

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური ზარბაზანი, რომელიც გამოიყენეს მარტის მოვლენების პერიოდში. აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსის აიდინ ბალაევის მიხედვით ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთში და მათ შორის ამიერკავკასიაში შეიქმნა ხელისუფლების ვაკუუმი. ბაქოს კომუნა, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდნენ ბოლშევიკები და ესერები, ფაქტობრივად აკონტროლებდა ქალაქს. ადგილობრივ ბოლშევიკ ლიდერებს შორის წამყვან როლს თამაშობდნენ ეთნიკურად სომხები სტეფანე შაუმიანის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობდა ბაქოს კომუნას და იყო კავკასიის საქმების საგანგებო კომისარი. ბაქოს კომუნის წითელარმიელებს შორის ასევე იყვნენ დაშნაკცუთიუნის წევრები. წითელი არმიის შტაბის უფროსი იყო მეფის რუსეთის ყოფილი პოლკოვნიკი ზ. ავეტისოვი, ხოლო მე-3 ბრიგადას ხელმძღვანელობდა დაშნაკი ამაზასპ სრვანძტიანი[3].

ამერიკელი ისტორიკოსის მაიკლ სმიტის მიხედვით სომხებს ახსოვდათ 1915 წლის გენოციდი და ხედავდნენ რა სისასტიკეს თურქული არმიის მხრიდან, სომეხი ჯარისკაცები ბრუნდებოდნენ სომხეთში სომეხი მოსახლეობის დასაცავად. სამხედრო ნაციონალიზმი საფუძვლად დაედო დაშნაკების იდეოლოგიას. მუსულმანურმა მოსახლეობამ, რომელიც რუსეთის იმპერიის მომხრეებად ითვლებოდნენ პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ახლა დაიწყეს შეიარაღება და დაუწყეს ლოდინი თურქებს შემოსვლას, რომლებსაც ისინი განმათავისუფლებლებად მიიჩნევდნენ.

პირველი მღელვარება დაიწყო ჯერ კიდევ 1917 წელს. დაპირისპირების ცენტრი გახდა მრავალეროვანი ბაქო, სადაც თავი მოიყარეს რუსულმა, სომხურმა და აზერბაიჯანულმა ძალებმა. რეგიონში წამყვანი ძალა ბაქოს კომუნა ხდებოდა, რომელშიც მთავარ როლს სოციალ-დემოკრატები და სხვადასხვა ეროვნების (რუსები, სომხები, ქართველები, ებრაელები) ესერები თამაშობდნენ. მუსულმანური მოსახლეობის ინტერესებს იცავდა პარტია მუსავატი, რომელიც პრაქტიკულად არც კი მონაწილეობდა ბაქოს მმართველობაში. შეიარაღებული მილიცია შედგებოდა რუსული არმიის ყოფილი ნაწილებისაგან და სომხური დანაყოფებისაგან, რომლებსაც დაშნაკები მეთაურობდნენ[4].

მღელვარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ქუჩების გაწმენდა დაღუპულებისაგან, მარტი, 1918 წელი.

აზერბაიჯანული მხარის მიხედვით მღელვარება დაიწყო მას შემდეგ, რაც ბაქოს კომუნამ ყოველგვარი მიზეზის გარეშე განაიარაღეს და დააპატიმრეს მცირე შეიარაღებული აზერბაიჯანული დაჯგუფება, რომელიც საპატიო ყარაულის ხარისხში ესწრებოდა მილიონერ ჰაჯი ტაგიევის შვილის დაკრძალვას[4][5][6].

1918 წლის 27 მარტს ლენქორანიდან ბაქოში ჩავიდა ორმოცდაათი ოფიცერი და ჯარისკაცი, მათ ჩამოაყალიბეს ლენქორანის კავალერიის ბაქოელ მუსულმანთა ეროვნული კომიტეტი[7]. ისინი შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ მათი კოლეგის ჰაჯი ტაგიევის შვილის, მამედის, დაკრძალვაში, რომელიც დაიღუპა აზერბაიჯანულ და რუსულ-სომხური ძალების დაპრისპირების დროს ლენქორანში. დაკრძალვის შემდეგ ოფიცრები და ჯარისკაცები იმავე გემით დაბრუნებას აპირებდნენ ლენქორანში, თუმცა ბაქოს კომუნის ხელმძღვანელობამ დააკავა გემი და ჯარისკაცებს მოსთხოვა 24 საათის განმავლობაში ჩაებარებინათ იარაღი. მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით სამხედროებმა გადაწყვიტეს იარაღის ჩაბარება. კომუნარების მიერ განხორციელებულმა აღნიშნულმა ფაქტმა ქალაქის მუსლიმ მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო ჰაჯი ტაგიევის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, რადგან განიარაღების ბრძანება არ შეხებიათ სხვა ეროვნების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც იმ მომენტისთვის იმყოფებოდნენ ბაქოში. 30 მარტს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ააგეს ბარიკადები და დაიწყო გამოსვლები. დემონსტარნტები მოითხოვდნენ იარაღის დაბრუნებას ლენქორანელი ჯარისკაცებისათვის, ან განიარაღების ბრძანების გავრცელებას სხვა დაჯგუფებებზეც[4].

ამავე დღეს ბოლშევიკ ნარიმან ნარიმანოვის ბინაში გაიმართა მოლაპარაკება ბაქოელ კომისართა ლიდერ შაუმიანსა და მუსავატელთა ლიდერ მამედ რასულზადეს შორის. მხარეები თითქმის შეთანხმდნენ კიდეც ჩამორთმეული იარაღის დაბრუნებაზე, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია შემახის ქუჩაზე წითელი არმიის ნაწილების პროვოკაციული დაცხრილვის შესახებ. ბოლშევიკტა ლიდერებმა დაადანაშაულეს აზერბაიჯანელები, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავეები ცნობილი არ იყო. მოლაპარაკებეი შეწყდა და დაიწყო სამხედრო მოქმედებები. მოგვიანებით სტეფანე შაუმიანმა აღიარა, რომ ისარგებლეს ამ იციდენტით, რათა გაენადგურებინათ ოპოზიცია მუსავატელების სახით[8][9].

თავდაპირველად დაშნაკებმა გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ შემდეგ გადავიდნენ ბოლშევიკების მხარეს[8][6][5].

31 მარტის საღამოს მუსავატელებმა მიიღეს ულტიმატუმი და უკვე მომდევნო დღეს, 1 აპრილს, ბაქოშო, აზერბაიჯანელთა სახლებზე თეთრი ბაირაღები იყო გამოფენილი. მარტის მოვლენების ყველაზე ტრაგიკული მოვლენები სწორედ მუსავატელთა მიერ ულტიმატუმის მიღების შემდეგ მოხდა, როდესაც დაშნაკებმა დაიწყეს ბაქოს აზერბაიჯანული კვარტალების გადაწვა, ძაცვა და აზერბაიჯანელთა მკვლელობები[5]. 1918 წლის 2 აპრილს ბაქოს კომუნამ უკვე განაცხადა მუსავატელებთან დაზავების შესახებ, მაგრამ აზერბაიჯანელთა ხოცვა-ჟლეტა და აწიოკება კვლავ გრძელდებოდა 5 აპრილამდე.

მარტის მოვლენები ისტორიოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მარტის მოვლენებზე. 1919 და 1920 წლის 31 მარტი მათ სამგლოვიარო დღეებად გამოაცხადეს.

დაშნაკური სომხეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჰოვანეს კაჩაზნუნი ამბობდა, რომ დაშნაკების მოქმედება განპირობებული იყო სომხური სახელმწიფოს შექმნის სურვილით. სომეხი საბჭოთა ისტორიკოსების უმეტესობა მხარს უჭერდა სამოქალაქო ომის ვერსიას, ხოლო 1936 წელს გამოქვეყნდა ა. ლალაიანის ნაშრომი, სადაც „დაშნაკცუთიუნს“, „გნჩაკს“ და სხვა ორგანიზაციებს აღიარებდა იმპერიალისტურ დაჯგუფებებად, რომელთაც სურდათ „სომხეთის დამოუკიდებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ხარჯზე“[10].

ისტორიკოს მაიკლ სმიტის აზრით საბჭოთა პერიოდში მარტის მოვლენების ისტორია ფალსიფიცირებული იყო. ეს ამბები ისტორიაში შესული იყო როგორც მუსავატელთა აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია მარტის მოვლენების დროს დაღუპულთა სასაფლაო. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნა სერგეი კირვის სახელობის პარკი, რომელიც 1990 წელს „შავი იანვრის“ მსხვერპლთა სასაფლაოდ გადაკეთდა. შავი იანვრის მსხვერპლთა გვერდით ამჯამად განისვენებს 1918 წელს დაღუპული სამი ნეშტი, სამივეს საფლავზე წარწერაა „1918 წლის შაჰიდები“.

1998 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მარტის მოვლენების მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, 31 მარტი გამოაცხადა აზერბაიჯანელთა გენოციდის დღედ.

2012 წლის 27 მარტს ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს ინიციატივით, შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 31 მარტი 1918 წელს დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად გამოცხადდა „აზერბაიჯანელთა ხსოვნის დღედ“[11].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Hopkirk, Peter (1994). Like hidden fire. The Plot to bring down the British Empire. New York: Kodansha Globe, გვ. 281, 283, 287. ISBN 1-56836-127-0. 
  2. Michael G. Smith. Anatomy of a Rumour: Murder Scandal, the Musavat Party and Narratives of the Russian Revolution in Baku, 1917-20. Journal of Contemporary History, Vol. 36, No. 2. (Apr., 2001)

    The Bolsheviks freely admitted their inability to prevent the anti-Muslim pogroms that were perpetrated by renegade Dashnak troops and that spread to nearby cities and villages

  3. Айдын Балаев. Февральская революция и национальные окраины. Мартовские события 1918 года в Азербайджане. М., Флинта, 2008. ISBN 978-5-9765-0328-1
  4. 4.0 4.1 4.2 Азербайджан и Россия. Общества и государства. Майкл Смит. Память об утратах и азербайджанское общество
  5. 5.0 5.1 5.2 Tadeusz Swietochowski. Russian Azerbaijan, 1905—1920: The Shaping of a National Identity in a Muslim Community. Cambridge University Press, 2004. ISBN 0-521-52245-5
  6. 6.0 6.1 Firuz Kazemzadeh. Struggle For Transcaucasia (1917—1921), New York Philosophical Library, 1951
  7. Государственный архив Азербайджанской Республики. ф.2898, оп.2, д.11, л.430
  8. 8.0 8.1 Шаумян Ст. Письма. 1896-1918. Ереван. Арм ГИЗ, стр. 63-64, 1959.
  9. ГЛАВНОЕ АРХИВНОЕ УПРАВЛЕНИЕ ПРИ СОВЕТЕ МИНИСТРОВ СССР ИНСТИТУТ ВОЕННОЙ ИСТОРИИ МИНИСТЕРСТВА ОБОРОНЫ СССР ЦЕНТРАЛЬНЫЙ ГОСУДАРСТВЕННЫЙ АРХИВ СОВЕТСКОЙ АРМИИ ДИРЕКТИВЫ КОМАНДОВАНИЯ ФРОНТОВ КРАСНОЙ АРМИИ (1917-1922 гг.) СБОРНИК ДОКУМЕНТОВ В 4-Х ТОМАХ
  10. Аслан Халилов. Геноцид против мусульманского населения Закавказья в исторических источниках. Баку. 2000
  11. J3784-2011: Memorializing Governor Andrew M. Cuomo to proclaim Saturday, March 31, 2012 as Azerbaijani Remembrance Day in the State of New York. The New York State Senate (March 27, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-03-10. წაკითხვის თარიღი: 30 June 2012.