შინაარსზე გადასვლა

სტეფანე შაუმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „შაუმიანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ შაუმიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სტეფანე შაუმიანი

სტეფანე შაუმიანი
დაბადების სახელი სტეფანე შაუმიანი
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი/13 ოქტომბერი, 1878
ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 სექტემბერი, 1918 (39 წლის)
ეროვნება სომხები[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
საქმიანობა party organizer[2] , სახელმწიფო მოღვაწე[2] , სოციოლოგი[2] , ჟურნალისტი[2] , პუბლიცისტი[2] , პოლიტიკოსი[3] , ლიტერატურული კრიტიკოსი[3] და მთარგმნელი[3]
შვილ(ებ)ი Suren Shaumyan, Lev Shaumyan და Sergey Shahumyan

სტეფანე გიორგის ძე შაუმიანი (პარტიული ფსევდონიმები სურენი, სურენინი, აიაქსი და სხვ.) (სომხ. Ստեփան Շահումյան; დ. 13 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 1 ოქტომბერი], 1878, თბილისი — გ. 20 სექტემბერი, 1918) — რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კავკასიაში, ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, რსდმპ-ის წევრი 1900 წლიდან.

1898 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. 1899 წელს სომხეთში დააარსა ერთ-ერთი პირველი მარქსისტული წრე. 1902 წელს „სომეხ სოციალ-დემოკრატთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1902 წლის ბოლოდან ემიგრაციაში იყო გერმანიაში. მუშაობდა რსდმპ საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში. სომხურ ენაზე თარგმნა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ლენინის ნაწარმოებები. 1905 წელს დაბრუნდა თბილისში. იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდეგ ბაქოს ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელსაც 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა. 1915 — რსდმპ კავკასიის ბიუროს წევრი, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ — ბაქოს საბჭოს თავმჯდომარე.

სრულიად რუსეთის საბჭოების I ყრილობის დელეგატი, არჩეული იყო სრულიად რუსეთის ცაკში. რსდმპ (ბ) VI ყრილობაზე აირჩიეს ცკ-ის წევრად. 1917 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელობდა კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ყრილობას, დეკემბერში რსფსრ სახკოსაბჭომ დანიშნა კავკასიის საქმეთა საგანგებო კომისრად. 1918 წლის მარტში მეთაურობდა მუსავატელთა ანტისაბჭოთა ამბოხების ჩახშობას ბაქოში, აპრილში ბაქოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა კომისარი იყო (ბაქოს კომუნა). დახვრიტეს ბაქოს 26 კომისართა შორის.

  1. Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'huiMaisons-Alfort: 2021. — P. 128–129. — ISBN 978-2-905686-93-0
  2. 1 2 3 4 5 Armenian Soviet Encyclopedia, vol. 8 — ტ. 8. — გვ. 431–434.
  3. 1 2 3 Národní autority České republiky