მარმარაი
იერსახე
მარმარაი (თურქ. Marmaray) — სარკინიგზო ტრანსპორტი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, რომელიც ქალაქის აზიურ ნაწილს, გებზეს, ზღვისქვეშა გვირაბით აკავშირებს ევროპულ ჰალიკალისთან. 13,6 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის გვირაბი ბოსფორის სრუტის ქვეშ 1,4 კმ-ზე გადის. ხაზზე სულ 41 სადგურია.
გვირაბის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო თურქულ-იაპონურმა კონსორციუმმა, დაფინანსება კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრობლობის სააგენტოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მოხდა.
რკინიგზის პროექტში, გვირაბით მგზავრთა ნაკადის გარდა, ტვირთების გადაზიდვის საკითხიც იგულისხმება. ხაზი ექსპლუატაციაში 2013 წლის 29 ოქტომბერს შევიდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2005-12-24 საიტზე Wayback Machine.