შინაარსზე გადასვლა

ჯაიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაიკა - იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (独立行政法人国際協力機構 dokuritsu gyōseihōjin kokusai kyōryoku kikō). იაპონიის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელიც კოორდინაციას უწევს იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებას (ODA). ცნობილია აკრონიმით - "JICA" .

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო - JICA, დაარსდა 1974 წლის აგვისტოში, ორი ორგანიზაციის, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (OTCA, დაარსებული 1962 წლის ივნისში) და იაპონელ მოხალისეთა საერთაშორისო თანამშრომლობის (JOCV, დაარსებული 1965 წლის აპრილში) შერწყმის შედეგად. იაპონიის მთავრობის მონაწილეობით ტექნიკური თანამშრომლობის ისტორია, კოლომბოს გეგმისა და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების დროიდან იღებს სათავეს, რომელიც 1954 წლის ოქტომბერში იყო გაშვებული.

ახალმა JICA-ამ თავის მოღვაწეობა დაიწყო 2008 წლის 1 ოქტომბერს. იგი შეიქმნა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის იაპონიის ბანკის (JBIC) განვითარების ოფიციალური დახმარების (ODA) სასესხო განყოფილების, ყოფილი საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (OECF) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) გაერთიანებით.

JICA იყენებს მთელ რიგ დახმარების პროგრამებს, რათა უპასუხოს განვითარებადი ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნილებებს.

  • ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები
  • ODA-ს შეღავათიანი სესხები
  • საფინანსო ინვესტიციები კერძო სექტორში
  • საგრანტო დახმარება
  • თანამშრომლობა მოხალისეების მონაწილეობით:

- იაპონელი მოხალისეთა მივლინება; - JICA-ს პარტნიორობის პროგრამა; - სასწავლო-მოსამზადებელი პროგრამები ახალგაზრდა ლიდერებისათვის

  • განსაკუთრებული დახმარებები უბედურებების დროს.

განვითარების ოფიციალური დახმარება (ODA) და ODA-ს სესხები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართო გაგებით ODA-ს განვითარების ოფიციალური დახმარება ხორციელდება ორი მიმართულებით: ორმხრივი (ბილატერალური)თანამშრომლობით - რომელიც უშუალოდ მიმართულია განვითარებადი ქვეყნებსთვის; მრავალმხრივი (მულტილატერალური) თანამშრომლობით - რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტის შემუშავების მეშვეობით. ორმხრივი თანამშრომლობა იყოფა შეღავათიან სესხებად და გრანტებად (საგრანტო დახმარება და ტექნიკური თანამშრომლობა). JICA ეყრდნობა ODA-ს წესდებას და იაპონიის მთავრობის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას.

მრავალ განვითარებად ქვეყნებში ნაკლებად განვითარებულია სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მომსახურება. ბოლო წლებში ზოგიერთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ რეგიონში, მოსახლეობის ზრდასთან ერთად წარმოიქმნა გლობალური პრობლემები: კონფლიქტები და ტერორიზმი, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, შიდსი და სხვა ინფექციური დაავადებები. ამ პრობლემების მოსაგვარებლად, საერთაშორისო საზოგადოებამ განსაზღვრა საერთო მიზნები - „ათასწლეულის განვითარების მიზნები“ (MDGs)*, და ცალკეულმა ქვეყნებმა დაიწყეს მიზანმიმართული ღონისძიებების ჩატარება. ODA-ს სესხი გაიცემა გრძელი ვადით, იგი დაბალპროცენტიანია და შეღავათს აძლევს განვითრებად ქვეყნებს რათა გაიუმჯობესონ მდგომარეობა და იოლად მოახდინონ საკუთარი პროექტების ფინანსირება.

  • ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs); ათასწლეულის დეკლარაცია ავალდებულებს საერთაშორისო საზოგადოებას და გაეროს წევრ სახელმწიფოებს რვა მთავარი მიზნის მიღწევას, ძირითადად 2015 წლისთვის. ეს მიზნები ძირითადად მოიცავს სიღარიბის დაძლევას, საყოველთაო დაწყებით განათლებას და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნვეყოფას.


ODA-ს სესხის პროექტების ციკლი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ODA-ს სესხები გადიან ექვს ეტაპს, კერძოდ: პროექტის მომზადება, შეფასება, სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერა, იმპლემენტაცია, პროექტის შემდგომი შეფასება და მონიტორინგი პროექტის დასრულების შემდეგ. რეალიზებული პროექტის დასკვნით სტადიაში პროექტის შეფასებისას მიღებული გამოცდილება გათვალისწინებული იქნება ახალი პროექტების მომზადების დროს, ამიტომ ეტაპების ასეთ თანმიმდევრობას ეწოდება საპროექტო ციკლი.


საგრანტო დახმარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაიკა“-დან