მარისოლ ტურენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარისოლ ტურენი
მარისოლ ტურენი
საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 2012 – 17 მაისი, 2017
პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი
პრემიერ-მინისტრი  ჟან-მარკ ერო,
მანუელ ვალსი,
ბერნარ კაზნევი
წინამორბედისავიე ბერტრანი,
როზლინ ბაშლო
მემკვიდრეანიე ბუზინი

დაბადებული7 მარტი, 1959
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიასაფრანგეთის სოციალისტური პარტია
მამაალენ ტურენი
მეუღლემიშელ რევრან დე მენტონი
შვილები3
პროფესიაპოლიტიკოსი

მარისოლ ტურენი (ფრანგ. Marisol Touraine; დ. 7 მარტი 1959, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, სოციალური საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი 2012 წლის 16 მაისიდან 2017 წლის 17 მაისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1959 წლის 7 მარტს პარიზში, არის ცნობილი ფრანგი სოციოლოგის ალენ ტურენისა და წარმოშობით ჩილელის, ადრიან არენას სოლისის სამეცნიერო მრჩევლის შვილი, რომელიც გარდაიცვალა 1990 წელს. მარისოლმა დაამთავრა გოგონათა უმაღლესი სკოლა და პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა, სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში[1].

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური კარიერა დაიწყო, როგორც საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალურმა მდივანმა[2].

1988 წლიდან 1991 წლამდე იყო პრემიერ-მინისტრ მიშელ როკარის მრჩეველი. 1997 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და გახდა საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატი ენდრი და ლუარის დეპარტამენტიდან[3]. ასევე გახდა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პარტიის წევრი, სადაც პასუხისმგებელი იყო სოლიდარობის პოლიტიკის ფორმულირების საკითხებზე[4].

1998 წელს აირჩიეს ენდრი და ლუარის დეპარტამენტის გენერალურ საბჭოში, 2002 წელს წააგო ეროვნული კრების არჩევნები ამ დეპარტამენტის მესამე ოლქში, 2007 წელს დაიბრუნა მანდატი. 2008-2011 წლებში ენდრი და ლუარის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე. 2011-2012 წლებში კი — ხელმძღვანელი[5].

სოციალისტების მთავრობის მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 16 მაისს გახდა სოციალური საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ჟან-მარკ ეროს მთავრობაში, ამავე წლის 18 ივნისს შეინარჩუნა პორტფელი ეროს მეორე მთავრობაში.

2013 წელს წამოაყენა წინადადება აეკრძალათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ასევე 18 წლამდე ასაკის პირთათვის ელექტრონული სიგარეტის გამოყენება[6].

2013 წლის ივლისში გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით თამბაქოსგან თავისუფალი ზონების შექმნის შესახებ - მაგალითად, საზოგადოებრივ პარკებში, პლაჟებზე, საუნივერსიტეტო კამპიუსებში და სკოლების შემოგარენში[7].

2014 წლის 31 მარტს ფორმირებულ მანუელ ვალსის პირველ კაბინეტში შეინარჩუნა თანამდებობა, ხოლო ვალსის მეორე კაბინეტში 2014 წლის 26 აგვისტოს გახდა სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და ქალთა უფლებების უზრუნველყოფის მინისტრი.

2016 წლის 6 დეკემბრიდან სოციალური საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრია ბერნარ კაზნევის მთავრობაში.

2017 წლის 17 მაისს ჩამოყალიბდა ედუარდ ფილიპის მთავრობა, რომელშიც სოციალური საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა ანიე ბუზინმა, ხოლო ტურენი თანადებობის გარეშე დატოვეს[8].

2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდა საფრანგეთის ეროვნულ კრებას, თავისი კანდიდატურა წარადგინა ენდრი და ლუარის მესამე ოლქში, მაგრამ მეორე ტურში მიითღო ხმების 43,41 % და წააგო ცენტრისტ სოფი ოკონთან[9].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 4 სექტემბერს მარისოლ ტურენი ცოლად გაჰყვა დიპლომატ მიშელ რევრან დე მენტონს, რომელიც შემდეგ იყო საფრანგეთის ელჩი მალიში (2006-2011 წწ.) და ჩადში (2011-2013 წწ.), ხოლო 2013 წელს დანიშნეს ევროპის კავშირში სპეციალურ წარმომადგენლად საჰელის ქვეყნების საკითხებში. ცოლ-ქმარს ჰყავს სამი შვილი[10].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Avant d’être ministre, Marisol Touraine était baba cool. Le Quotidien du Medicin (2013-08-13). ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  2. Biographie Marisol Touraine. Pratique. Le Parisien. ციტირების თარიღი: 2017-03-07.
  3. Marisol Touraine. Sa bio. Voici. ციტირების თარიღი: 2017-02-25.
  4. Biographie Marisol Touraine. Journal des Femmes. ციტირების თარიღი: 2017-03-07.
  5. Marisol Touraine - Parti socialiste. Le Point. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  6. E-cigarette: vers une interdiction dans les lieux publics. L'Express (2013-05-31). ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  7. Marisol Touraine appelle à bannir le tabac de certains espaces publics. Le Mond (2013-07-20). ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  8. Collomb, Bayrou et Hulot entrent au gouvernement. Europe1-Le Journal du dimanche (2017-05-17). ციტირების თარიღი: 2017-05-17.
  9. A.L. (2017-06-18) Législatives 2017 : Marisol Touraine écartée dans la 3e circonscription d'Indre-et-Loire. Le Parisien. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  10. Jean-Pierre Bejot. (2013-03-21) Marisol Touraine - Mali: Michel Reveyrand est M. Union européenne pour le Sahel. Journal du Tchad. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-02-26.