ანიე ბუზინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანიე ბუზინი
ანიე ბუზინი
საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 მაისი, 2017 – 16 თებერვალი, 2020
პრეზიდენტი  ემანუელ მაკრონი
პრემიერ-მინისტრი  ედუარ ფილიპი
წინამორბედიმარისოლ ტურენი
მემკვიდრეოლივიე ვერანი

დაბადებული1 ნოემბერი, 1962
პარიზი, საფრანგეთი
მეუღლეივ ლევი

ანიე ბუზინი (ფრანგ. Agnès Buzyn; დ. 1 ნოემბერი 1962, პარიზი) — ფრანგი ჰემატოლოგი, იმუნოლოგი და ტრანსპლანტოლოგი. საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი 2017 წლის 17 მაისიდან 2020 წლის 16 თებერვლამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანიე ბუზინი დაიბადა 1962 წლის 1 ნოემბერს პარიზში, ჰოლოკოსტის ორი მსხვერპლის ოჯახში. მამამისი ელიე წარმოშობით იყო პოლონეთის ქალაქ ლოძიდან, სადაც საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობდა, 1945 წელს გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, 16 წლის ასაკში გახდა ბუხენვალდის სასიკვდილო მარშის მსხვერპლი და მეორე მსოფლიო ომის დროს ბანაკის განთავისუფლების შემდეგ გაემგზავრა ბრიტანეთის პალესტინაში. იქ დარჩა ისრაელის დაარსების პერიოდამდე და მოგვიანებით, 1950-იან წლებში საფრანგეთში გადავიდა, სადაც გახდა ქირურგ-ორთოპედი და დაქორწინდა პარიზელ ებრაელზე ეტიზე, რომლის ოჯახიც პარიზში აღმოჩნდა ომის შემდეგ, იგი გახდა ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი, ბავშვთა ფსიქოლოგი და მწერალი[1].

ბუზინმა დაასრულა პარიზის ელზასის სკოლა, შემდეგ კი სწავლობდა მედიცინას პარიზის დეკარტის უნივერსიტეტში, ინტერნატურა გაიარა ნეკერის საბავშვო საავადმყოფოში[2].

1998-2011 წლებში ნეკერსკის საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა მოზარდთა ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილებას. 2005-2008 წლებში იყო ბიომედიცინის სააგენტოს სამედიცინო და სამეცნიერო საბჭოს წევრი. 2008 წლიდან 2011 წლამდე ეკავა უჯრედული თერაპიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ფრანგული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა. 2008 წლიდან 2013 წლამდე კი იყო რადიაციული დაცვისა და ატომური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა. 2011 წლის მაისიდან 2016 წლის თებერვლამდე საფრანგეთის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტია, ხოლო 2016 წლის მაისიდან 2017 წლის მაისამდე ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი ადმინისტრაციის კოლეგიის ხელმძღვანელია[3].

ადმინისტრაციული ფუნქციების შენარჩუნებით, ბუზინი იყო პიერ და მარი კიურის უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის პროფესორი და ჰემატოლოგიის კონსულტანტი სენ-ანტუანის საავადმყოფოში[4].

2017 წლის 17 მაისს ედუარდ ფილიპის მთავრობაში მიიღო სოლიდარობისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პორტფელი.

2017 წლის 15 ივნისს ანიე ბუზინმა Le Parisien-თან ინტერვიუში გამოაცხადა, რომ აპირებდა ბავშვებში სავალდებულო ვაქცინაციის რაოდენობის გაზრდას დიფტერიაზე, ტეტანუსზე და პოლიომელიტზე, თერთმეტი წლის ასაკამდე, ამ რიცხვს დაემატა ბ ჰებატიტის აცრებიც. ასევე მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ მაკრონთან წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეთანხმების შედეგად აპირებდა ერთი კოლოფი სიგარეტის ფასის გაზრდას 10 ევრომდე, მოწევასთან ბრძოლის მიზნით.

2017 წლის 21 ივნისს შეინარჩუნა მინისტრის პორტფელი ედუარდ ფილიპის მეორე მთავრობის ფორმირების დროს.

2019 წლის 10 ივლისს გამოაცხადა, რომ ჰომეოპათიას ამოიღებდა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტიდან.

2020 წლის 24 იანვარს ბუზინმა განაცხადა, რომ საფრანგეთში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით დაავადებული სამი ადამიანი (ერთ-ერთი მათგანი გადაიყვანეს მკაცრი კარანტინის პირობებშ, ბორდოში, დანარჩენი ორი კი რჩებოდა პარიზში. სამივე დაბრუნდა ჩინეთიდან მატარებლით).

2020 წლის 14 თებერვალს ბუზინმა გამოაცხადა ევროპაში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების შესახებ და იგი აღმოჩნდა საფრანგეთში ჰოსპიტალიზირებული 80 წლის ჩინელი ტურისტი.

2020 წლის თებერვალში გამოაცხადა გადადგომის შესახებ, რადგან აპირებდა ბენჟამინ გრეივის გადადგომის შემდეგ სათავეში ჩადგომოდა პარტია წინ რესპუბლიკის საარჩევნო სიას მარტში ჩასატარებელ პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში. აღნიშნული არჩევნები იქნება პირველი მის პოლიტიკურ კარიერაში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანიე ბუზინი ცოლად გაჰყვა ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს ივ ლევის, რომელიც მაროკოელი ებრაელია და საფრანგეთში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად 1972 წელს. ანიე ბუზინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტად დანიშვნის შემდეგ, მისი მეუღლის თანამდებობიდან გამომდინარე მიმდინარეობდა დავა და ადანაშაულებდნენ ინტერესთა კონფლიქტის გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RINA BASSIST Agnes Buzyn - Stepping into Simone Veil’s shoes The Jerusalem Post, September 20, 2017
  2. Qui est Agnès Buzyn, la nouvelle ministre des Solidarités et de la Santé ?. Europe 1 (2017-05-17). ციტირების თარიღი: 2017-05-19.
  3. Anne Jouan. (2017-05-19) Agnès Buzyn, une médecin devient ministre de la Santé. Le Figaro. ციტირების თარიღი: 2017-05-19.
  4. Paul Benkimoun. (2017-05-17) La médecin Agnès Buzyn nommée ministre des solidarités et de la santé. Le Monde. ციტირების თარიღი: 2017-05-19.