მარინა ლავროვა-ბერგი
მარინა ლავროვა-ბერგი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 ოქტომბერი (11 ნოემბერი), 1897 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი | 28 სექტემბერი, 1942 (44 წლის) |
გარდ. ადგილი | ალმათი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | პულკოვოს ობსერვატორია |
ალმა-მატერი | ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი |
მარინა ლავროვა-ბერგი ( ლავროვა ქორწინებამდე) ( 1897 - 1942 ) — საბჭოთა ასტრონომი, სპექტროფოტომეტრიის სპეციალისტი. 1931-1942 წლებში მუშაობდა პულკოვოს ობსერვატორიაში .
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარინა ლავროვა დაიბადა 1897 წლის 30 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში. მისი მამა, დავიდ (დიმიტრი) ლავროვი (დ. 02/09/1867, იელცი - 1929, ოდესა), იყო მედიცინის დოქტორი (1897), ფარმაკოლოგი და ბიოქიმიკოსი. იმ დროს ხელმძღვანელობდა კრონშტადტში შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლის ლაბორატორიას.[1] დედამ, ა. ლავროვამ, დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი და ასწავლიდა უცხო ენებს.
1903 წელს ოჯახი გადავიდა იურიევში, სადაც მამა დაინიშნა იურიევის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის საგანგებო პროფესორად (1911 წლიდან რიგითი პროფესორი; 1918-1922 წლებში ხელმძღვანელობდა ვორონეჟის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის განყოფილებას, შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას). 1914 წელს ვორონეჟში გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ლავროვა ჩაირიცხა მოსკოვის ქალთა უმაღლესი კურსების ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1919 წელს გადავიდა ვორონეჟის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1921 წელს. მან წარმატებით დაიცვა ორი ნაშრომი თეორეტიკული ფიზიკის შესახებ. პარალელურად მუშაობდა ვორონეჟის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე პროფესორ ა. დობიაშის ასისტენტად. 1920-1924 წლებში სკოლაში ასწავლიდა ფიზიკას.
ვორონეჟში ლავროვა ცოლად გაჰყვა ასტრონიმ ვ. ბერგს, რომელიც 1925 წელს მიიწვიეს სამუშაოდ პულკოვოს ობსერვატორიაში. მომდევნო წელს ლავროვა-ბერგი გადავიდა მეუღლესთან პულკოვოში და ჩაირიცხა პულკოვოს ობსერვატორიის სამაგისტრო სკოლაში, რომლის დირექტორი გახდა ა. ბელოპოლსკი. 1930 წლის შემოდგომაზე მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია "თემაზე: Orbit of β Aurigae from observations in Pulkovo 1913—1925". შემდგომში, 1931 წლის 1 აგვისტოდან სიცოცხლის ბოლომდე, მ. ლავროვა-ბერგი მუშაობდა პულკოვოს ობსერვატორიის ასტროფიზიკურ განყოფილებაში. პარალელურად, 1929 წლიდან 1932 წლამდე იგი შედიოდა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტის ლენინგრადის საჰაერო ფოტოგრაფიის განყოფილების შტატში.
ლავროვა-ბერგის სამეცნიერო საქმიანობა ძირითადად ეხებოდ ფოტომეტრიისა და სპექტრული ანალიზის საკითხებს. მისი ხელმძღვანელი იყო გ. ტიხოვი, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა. მან შეისწავლა სხვადასხვა ხმელეთის ობიექტების სპექტრული არეკვლა, დედამიწის ატმოსფეროს განათება და სპექტრული გამჭვირვალობა, ჩაატარა დაკვირვებები დიდი პულკოვოს ("ბრედიხინსკი") ასტროგრაფის გამოყენებით, შეაგროვა დიდი რაოდენობით ფოტოგრაფიული მასალა. ცნობილია მისი ნამუშევრები ცეფეოსის ბნელ ნისლეულში სინათლის შერჩევითი შთანთქმის კვლევის შესახებ.[2]
1939 წელს ლავროვა დაშორდა ქმარს, დაიბრუნა თავისი ძველი გვარი.
1941 წლის აგვისტოში, ლავროვა, პულკოვოს ასტრონომების ჯგუფთან ერთად, გ. ტიხოვის ხელმძღვანელობით, გაემგზავრა ალმა-ატაში, რათა დაენახა მზის სრული დაბნელება 1941 წლის 21 სექტემბერს. მონაწილეებისთვის ეს ექსპედიცია ასევე ევაკუაციად გადაიქცა. შემდეგ ტიხოვის მცირე ჯგუფი დარჩა ალმა-ატაში, არ გაემგზავრა ტაშკენტში, პულკოვოს ობსერვატორიის ძირითად საევაკუაციო ადგილზე. ლავროვა, როგორც ტიხოვის თანაშემწე, განაგრძობდა დედამიწის ატმოსფეროს გამჭვირვალობის კვლევას და დედამიწის წარმონაქმნების არეკვლის შესაძლებლობის შესწავლას.
1942 წლის 28 სექტემბერს ალმა-ატაში მარინა ლავროვამ თავი მოიკლა.
მეცნიერის საპატივსაცემოდ მისი სახელი უწოდეს მცირე პლანეტას (მარინა), რომესლიც გ, ნეუიმნიმ აღმოაჩინა 1931 წლის 13 სექტემბერს სიმეიზის ობსერვატორიაში.[3][4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Соболева Т. Б. Памяти Марины Давидовны Лавровой-Берг (1897–1942) // Астрономический календарь. — 2006. — С. 192.
- Имена малых планет, связанные с Пулковской обсерваторией.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ В 1890 году он с отличием окончил медицинский факультет Московского университета; работал ординатором в петербургской Обуховской больнице. В 1897 году защитил докторскую диссертацию: «К вопросу о химизме пептического и триптического переваривания белковых веществ». С 1901 года — приват-доцент Военно-медицинской академии; с 1903 года — экстраординарный профессор, заведующий кафедрой фармакологии Юрьевского университета. С 1922 года он заведовал кафедрой фармакологии Одесского медицинского института.
- ↑ Berg M. Dark Nebula in Cepheus // Mitteilungen der Nikolai-Hauptsternwarte zu Pulkowo. — 1935. — Т. 15. — С. B1-B15.
- ↑ "Asteroid 1202 Marina – Proper Elements". AstDyS-2, Asteroids – Dynamic Site. Retrieved 28 October 2019.
- ↑ "1202 Marina (1931 RL)". Minor Planet Center. Retrieved 5 January 2018.