სიხშირე
სიხშირე — ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს პერიოდულ პროცესს და ტოლია დროის ერთეულში შესრულებული სრულ ციკლთა რაოდენობისა. მის შებრუნებულ სიდიდეს პერიოდი ეწოდება.
განმარტება და ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რაიმე პერიოდული პროცესის (მაგალითად, ბრუნვა, რხევა და ტალღა) სიხშირე განიმარტება როგორც დროის ერთეულში შესრულებული ციკლების ოდენობა. ფიზიკის სხვადასხვა დარგებში სიხშირე აღინიშნება ლათინური ასოთი ან ბერძნული ასოთი .
სიხშირის ერთეული ერთეულთა საერთაშორისისო სი სისტემაში არის ჰერცი (ჰც, Hz).
მბრუნავი მექანიკური ხელსაწყოებისა და დანადგარების მოძრაობის დასახასიათებლად ტრადიციულად გამოიყენება აგრეთვე ერთეული ბრუნი წუთში. 60 ბრუნი წუთში 1 ჰერცის ექვივალენტურია.[1]
პერიოდი როგორც წესი აღინიშნება როგორც T, და არის დრო, რომელიც ერთი ციკლის შესრულებას სჭირდება. პერიოდი და სიხშირე დაკავშირებულია როგორც:
SI სისტემაში პერიოდის ერთეულია წამი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Davies, A. (1997). Handbook of Condition Monitoring: Techniques and Methodology. New York: Springer, გვ. 275. ISBN 9780412613203.