მარგარიტა ვრანგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარიტა ვრანგელი

დაბ. თარიღი 7 იანვარი, 1877(1877-01-07)[1] [2]
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 21 მარტი, 1932(1932-03-21)[1] (55 წლის)
გარდ. ადგილი შტუტგარტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 ვაიმარის რესპუბლიკა
საქმიანობა ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და აგრონომი
მუშაობის ადგილი University of Hohenheim
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

მარგარიტა ვრანგელი ( 1876/18771932) — რუსი-გერმანელი ქიმიკოსი. გერმანიის უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა ვრანგელი დაიბადა მოსკოვში რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკის კარლ ფაბიან ბარონ ფონ ვრანგელის (1839-1899) ოჯახში, რომელიც დაქორწინებული იყო მის შორეულ ნათესავ ბარონესა ფონ ვრანგელზე (1843-1927). [3] ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებლის შეცვლა. მარგარიტა მოსკოვსა და უფაში სწავლობდა, ხოლო როდესაც 1888 წელს მამა სამსახურიდან რეველში გადაიყვანეს, მარგარიტა ვრანგელი იქ შეიყვანეს გოგონათა გერმანულ სკოლაში. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მისი მიდრეკილება ადრევე გამოვლინდა. 1894 წელს დაამთავრა სკოლა მასწავლებლის დიპლომით. რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა კერძო გაკვეთილებს; ის ასევე ხატავდა და წერდა მოთხრობებს.

მარგარიტა ვრანგელის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა ვიზიტი გრეიფსვალდის უნივერსიტეტში. 1904 წლის გაზაფხულზე ჩაირიცხა ტუბინგენის უნივერსიტეტში. 1909 წელს ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია ( გერმ. "Isomerieerscheinungen beim Formylglutaconsäureester und seinen Bromderivaten"). მუშაობდა ნობელის პრემიის ლაურეატებთან უილიამ რამზაისთან ლონდონში და მარი სკლოდოვსკა-კიურისთან პარიზში. [4] 1912 წლის ბოლოს სახლში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ესტონეთის გლეხთა კავშირის ექსპერიმენტულ სადგურს. 1918 წლის თებერვალში იგი დააპატიმრეს ბოლშევიკებმა. ვრანგელის მოგონებების მიხედვით, ჩხრეკისას მათ აღმოაჩინეს „იარაღის სათავსო“ (ეს იყო მამის კოლექცია) და „კომპრომატები“ წერილები გერმანიიდან, რომლებიც მან დაწერა 1904-1909 წლებში, სტუდენტობის დროს ტუბინგენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. [5] ვრენგელი წერდა, რომ იგი, სხვა დაპატიმრებულ ქალებთან ერთად, რეველის ქუჩებში მიჰყავდათ, ხშირად ჩერდებოდნენ, რათა მეზღვაურებს და ჯარისკაცებს მიტინგების გამართვა შეძლებოდათ. [5] ორატორები მიუთითებდნენ ამ „არისტოკრატებზე“, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ავიწროებდნენ უბრალო ხალხს. [5] დაკავებული ქალები (დაახლოებით 200 პირი) ქალაქგარეთ მოათავსეს გემთმშენებლობის ქარხნის ერთ-ერთ სახელოსნოში, რომლის სარდაფში იყო მაღაროს საწყობი. [5] იქ ისინი იმყოფებოდნენ პატიმრობაში. [5] საღამოობით ქალები აწყობდნენ ღონისძიებებს, მათ შორის, ასრულებდნენ სიმღერებს და ბარონესა ვრანგელი კითხულობდა მოხსენებას გერმანელი მეცნიერების მეცნიერული აღმოჩენების შესახებ ქიმიის შესახებ სოფლის მეურნეობაში. [6] მას შემდეგ, რაც ტუსაღები გერმანელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს, მარგარიტა ვრანგელი გერმანიაში, კერძოდ, ჰოგენჰეიმის უნივერსიტეტში მოხვდა, რადგან მისი მაშინდელი დირექტორი და ქვეყნის მომავალი ეკონომიკის მინისტრი, პროფესორი ჰერმან უორმბოლდი მას რეველიდან იცნობდა და ძალიან აფასებდა.

მარგარიტა ვრანგელმა დაიცვა მეორე დისერტაცია და მიიღო კერძო ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა. 1923 წელს ვიუტემბერგის სამინისტრომ დანიშნა იგი ჰოგენჰეიმის უნივერსიტეტის მცენარეთა კვების განყოფილების პროფესორად და მცენარეთა წარმოების პრობლემების მქონე ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორად, რამაც მამრობითი სქესის მეცნიერების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მისი ურთიერთობა კოლეგებთან ორაზროვანი იყო: ზოგი ვრანგელს ამპარტავნებაში ადანაშაულებდა, ზოგი კი აღფრთოვანებული იყო მისი იუმორით, თვითირონიის უნარით და კეთილშობილებით.

ევროპის რიგ ქვეყნებში მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალი პროფესორებს არ შეეძლოთ დაქორწინებულები ყოფილიყვნენ. მაგრამ როდესაც 1928 წელს მარგარიტა ვრანგელი დაქორწინდა ბავშვობის მეგობარ ვლადიმერ ანდრონიკოვზე, რომელსაც იგი გარდაცვლილად თვლიდა, მისთვის გაკეთდა ერთ-ერთი პირველი გამონაკლისი: მეცნიერმა მიიღო ნებართვა, გაეგრძელებინა პედაგოგიური მოღვაწეობა და ინსტიტუტის მართვა.

მრავალი წლის განმავლობაში მარგარიტა ვრანგელი ეხმარებოდა თავის ბალტიისპირელ ნათესავებს. უგზავნიდა მათ ფულს და ამანათებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118807927 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. FemBio database
  3. Stackelberg, Otto Magnus von Genealogisches Handbuch der estländischen Ritterschaft დაარქივებული 2019-02-01 საიტზე Wayback Machine. . Т. 1. — Гёрлиц, 1931. — С. 592.
  4. У Рамзая она работала в 1910 году; в 1911 году была доцентом в Институте неорганической и физической химии в Страсбурге; в лаборатории Марии Кюри она проработала несколько месяцев в 1912 году.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Андреева Н. С. Балтийские немцы и красный террор в Прибалтике (февраль 1918 г.) დაარქივებული 2023-03-08 საიტზე Wayback Machine. // Журнал российских и восточноевропейских исторических исследований. — 2019. — № 1 (16). — С. 13.
  6. Андреева Н. С. Балтийские немцы и красный террор в Прибалтике (февраль 1918 г.) დაარქივებული 2023-03-08 საიტზე Wayback Machine. // Журнал российских и восточноевропейских исторических исследований. — 2019. — № 1 (16). — С. 13 — 14.