მანუკ აბეღიანი
მანუკ აბეღიანი | |
---|---|
სომხ. Մանուկ Աբեղյան | |
დაბ. თარიღი | 17 (29) მარტი, 1865 |
დაბ. ადგილი | თაზაქენდი, ნახიჩევანის მაზრა, ერევნის გუბერნია, რუსეთი |
გარდ. თარიღი | 25 სექტემბერი, 1944[1] [2] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი |
დასაფლავებულია | Tokhmakh cemetery |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურული კრიტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | Q13054341?, Mariamian-Hovnanian Girl's School, გევორქიანის თეოლოგიური სემინარია, ნერსისიანის სკოლა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Institute of Literature of National Academy of Sciences of Armenia |
ალმა-მატერი | გევორქიანის თეოლოგიური სემინარია, იენის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და პარიზის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი |
შვილ(ებ)ი | მჰერ აბეღიანი და Suren Abeghyan |
ჯილდოები | სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე |
მანუკ ხაჩატურის ძე აბეღიანი (სომხ. Մանուկ Աբեղյան; დ. 17 (29) მარტი, 1865, სოფელი ასტაპატი, ნახიჩევანი, სომხეთი — გ. 25 სექტემბერი, 1944, ერევანი) — სომეხი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი. სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ეჩმიძიანის სემინარიაში, შემდეგ იენის, ლაიფციგის, ბერლინისა და პარიზის უნივერსიტეტებში. მუშაობდა მასწავლებლად თბილისსა და ეჩმიძიანში. აბეღიანის მთავარი ნაშრომებია: „სომხური ხალხური მითები მოვსეს ხორენცის „სომხეთის ისტორიაში“ (1899), „სომხური ხალხური ეპოსი“ (1908), „ძველი გუსანების ხალხური სიმღერები, ჰაირენები და ანტუნები“ (1932), „სომხური ლექსის საზომები“ (1933), „ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია“ (ტ. 1-2, 1944-1946) და სხვა. მისი რედაქტორობით გამოიცა სომხური ხალხური ეპოსის „დავით სასუნცის“ ვარიანტების კრებული (ტ. 1, 1936; ტ. 2, 1951). მნიშვნელოვანი ტექსტოლოგიური ნაშრომია მოვსეს ხორენცის „სომხეთის ისტორიის“ კრიტიკული გამოცემა (1913). აბეღიანის ენათმეცნიერულმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა სომხეთში ახალი სომხური ენუის მეცნიერულ შესწავლას („ახალი სომხური ენის გრამატიკა“, 1906; „ახალი სომხური სალიტერატურო ენის სინტაქსი“, 1912; „სომხური ენის თეორია“, 1931). აბეღიანის სახელი მიეკუთვნა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტს (1945).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შილაკაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 27.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Абегян Манук Хачатурович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.