მჰერ აბეღიანი
მჰერ აბეღიანი | |
---|---|
დაიბადა | 26 იანვარი, 1909[1] |
დაბადების ადგილი | ვაღარშაპატი[2] |
გარდაიცვალა | 20 ნოემბერი, 1994[3] (85 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ერევანი |
მჰერ მანუკის ძე აბეღიანი (სომხ. Մհեր Աբեղյան; დ. 13 (26) იანვარი, 1909, ეჩმიაძინი — გ. 20 ნოემბერი, 1978, ერევანი) — სომეხი ფერმწერი და გრაფიკოსი, უმთავრესად პეიზაჟისტი. სომხეთის სახალხო მხატვარი (1960).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ერევნის სამხატვრო-საწარმოო ტექნიკუმში (1922–1927), მოსკოვის უმაღლეს სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტსა (1927–1930) და ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში (1930–1931). 1939–1945 წლებში იყო სომხეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. 1958 წლიდან ერევნის სამხატვრო-თეატრალური ინსტიტუტის პროფესორია. მთავარი ნამუშევრები: „შუადღე“ (1956, სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), „სომხეთის ბაღებში“ (1945, აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), „ზაფხული“ (1959, ტრეტიაკოვის გალერეა), „დავით სასუნცის“ ილუსტრაციები (1939). დაჯილდოებულია 2 ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 27.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Հայկական սովետական հանրագիտարան / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2000.
- ↑ http://am.hayazg.info/index.php?curid=740