შინაარსზე გადასვლა

მამის მკვლელი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მამის მკვლელი (მოთხრობა))
„მამის მკვლელი“

რუსული გამოცემის პოსტერი (1964)
ავტორი ალექსანდრე ყაზბეგი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი რეალისტური რომანი
გამოცემის თარიღი 1882
გვერდი 175

მამის მკვლელიალექსანდრე ყაზბეგის რომანი, რომელიც პირველად 1882 წელს გამოიცა. ნოველა აგებულია სიყვარულის ისტორიაზე, თუმცა აქვე წამოწეულია XIX საუკუნის საქართველოს სოციალური და პოლიტიკური პრობლემებიც. ნოველა XIX საუკუნის საქართველოს კრიტიკული რეალიზმის სტილში ასახავს.

დავით მესხის გადმოცემით, "დროებაში" მუშაობის პერიოდში ყაზბეგი "გაჭირვების ტალკვესი" იყო. მაშინ ამ გაზეთს სერგი მესხი რედაქტორობდა. მაშინ, როცა მეფის ცენზურა დასაბეჭდად გამზადებულ რომელიმე გვერდს წითელი მელნით "დაასისხლიანებდა", გაზეთის ცარიელი გვერდები ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებებით უნდა შევსებულიყო. სანდროც წერდა, ხან სანთლის შუქზე, ხანაც ლამფის და "დროების" დროული გამოსვლა არ ფერხდებოდა. სწორედ ასე და ამ პერიოდში და უშუალოდ "დროების" რეაქციაში დაწერილა "მამის მკვლელი".[1]

ამბავი მოთხრობილია მესამე პირში, სადაც მოვლენები საქართველოს მთიან რეგიონში, ხევში ვითარდება.

ალექსანდრე ყაზბეგი რომელიც ხევში გაიზარდა, კარგად იცნობდა მთიელების ცხოვრებას. ნოველა აღწერს შუასაუკუნეების საქართველოს და გამოყენებულია კუთხური კილო.

ავტორი ასევე ეხება ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა თვითმართველობის პრობლემა. იმ დროს რეგიონის მმართველებს რუსეთის იმპერიის გავლენიანი წრეები ნიშნავდნენ. ცალკე პრობლემა იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რუსების მიერ გამოყენებული კაზაკები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ მოსახლეობის მიმართ ზრდილობიანი დამოკიდებულებით რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ანანურის ეკლესია და მონასტერი. 1892 წელი

მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის საქართველოში, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის მიერ იყო ოკუპირებული. ნოველაში აღწერილია იაგოსა და ნუნუს სიყვარულის ისტორია. ნუნუს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვლბა და რადგან მამამისს (რომელიც შამილის აჯანყებული ჯარის წევრია) არ აქვს მისი შენახვის საშუალება ის ცხოვრობს ბიძამისთან. ბიძამისი მათ სიყვარულის წინააღმდეგი იყო, რადგან იაგოს მდაბიოდ მიიჩნევდნენ და სურდათ ნუნუ გრიგოლაზე მიეთხოვებინათ, რომელიც სოფელში რუსეთის იმპერიის მიერ დანიშნული მმართველი იყო. გრიგოლა დაქორწინებულია, თუმცა მას მშვენიერი ნუნუ უყვარს. ის არწმუნებს ოჯახს, რომ მისი ძმა მოიყანს ნუნუს ცოლად და ამით ნუნუ მისი მფარველობის ქვეშ იქნება.

გრიგოლამ გადაწყვიტა, რომ ნუნუს ხელში ჩასაგდებად ჯერ იაგო უნდა მოეცილებინა. გრიგოლამ დააბრალა მას სახელმწიფო ქონების მოპარვა და გამოამწყვდია ანანურის ციხეში. ამის შემდეგ მან ნუნუ მოიტაცა და გააუპატიურა. ნუნუს გატაცების მომსწრე ხდება იაგოს მეგობარი, კობა. ის იბრძვის ნუნუს გადასარჩენად მაგრამ ვერ ახერხებს. კობა ფიცს დებს, რომ გრიგოლას მისი სამარცხვინო საქციელს აზღვევინებს.

კობამ და სხვა მეგობრებმა იაგო გამოიხსნეს ციხიდან, რის შემდეგაც ისინი ჩეჩნეთში გაქცევას და იქ დამალვას გადაწყვეტენ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ქართველი იბრძოდა რუსების მხარეს, შამილმა მაინც მისცა მათ თავშესაფარი. ავტორი ჩეჩნებს ქართველებისგან განსხვავებით თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხად აღწერს.

კადრი ფილმიდან „მამის მკვლელი“. 1923 წელი; რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი; მთავარ როლებში ნატო ვაჩნაძე, ვანო სარაჯიშვილი

.

ამასობაში ნუნუ მოახერხებს გრიგოლასგან გაქცევას. კობა მოახერხებს მასთან დაკავშირებას და დაუთქვამს შეხვედრას მამამისთან ერთად, ვლადიკავკაზში. ერთი დღით ადრე, როდესაც იაგო და ნუნუ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, იაგოს მასპინძელი გადაწყვეტს გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ შეატყობინოს გრიგოლას ეს ამბავი. ღამით გრიგოლა კლავს როგორც იაგოს ასევე ნუნუს მამას. კობა მოახერხებს დაუსხლტეს გრიგოლას, თუმცა როდესაც ნუნუ აღმოაჩენს მამამისის და იაგოს გარდაცვალებას, ისიც დარდისგან იღუპება.

ისტორიის ბოლოს კობა ნუნუს და იაგოს გამო შურისძიებისთვის ტყეში კლავს გრიგოლას.

კობას პერსონაჟის სახელი აიღო იოსებ სტალინმა როგორც ფსევდონიმი და ითვლება რომ კობას შურისმაძიებელი პერსონაჟის იდეალმა დიდი როლი ითამაშა სტალინის პიროვნების ჩამოყალიბებაში.[2]

  • მამის მკვლელი - რომანის მიხედვით 1923 წელს რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ გადაღებული ქართული ფილმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.ambebi.ge/books/26023-aleqsandre-yazbegis-tragikuli-gmirebi-da-ganadgurebas-gadarchenili-qelgujaq.html
  2. Philip Pomper. Lenin, Trotsky and Stalin (NY: Columbia UP, 1990) 158-163 and Robert C. Tucker, Stalin as Revolutionary (NY: Norton, 1973) 79-82.