ხევისბერი გოჩა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხევისბერი გოჩა
დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი ნიკოლოზ სანიშვილი
არჩილ სულაკაური
როლებში სპარტაკ ბაღაშვილი
ლეილა აბაშიძე
თენგიზ არჩვაძე
ნუგზარ შარია
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ფელიქს ვისოცკი
მხატვარი რევაზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1964
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

ხევისბერი გოჩა1964 წლის ქართული ფილმი, რომელიც გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუგუა თავის ქორწილში ხელისმომკიდედ ძმადნაფიც ონისეს აირჩევს, მაგრამ ონისეს და პატარძალს, ძიძიას ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდებათ. ხევი დამპყრობელი ფეოდალის, ნუგზარ ერისთავის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ონისეს დავალებული აქვს მოძმეებს მტრის გამოჩენა ამცნოს, მაგრამ ძიძიასთან ალერსი გაიტაცებს და მტრის შემოსევას ვერ შენიშნავს. ბრძოლის დამთავრების შემდეგ, ხალხი მოღალატის დასჯას მოითხოვს. გუგუა ოჯახის შერცხვენის გამხელას, სიკვდილს არჩევს, ონისე მზად არის დანაშაულისთვის პასუხი აგოს. შვილის უპასუხისმგებლობით გამწარებული ხევისბერი გოჩა ონისეს ხანჯლით განგმირავს. თავსდამტყდარი უბედურება ხევისბერს ჭკუიდან შეშლის.