ნინო (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნინო
ავტორი ალექსანდრე ყაზბეგი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1883
გვერდი 5

ნინო“ — ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა. პირველად დაიბეჭდა 1883 წელს გაზეთ "დროებაში" (ნომერი 9), მეორედ – 1892 წელს მწერლის თხზულებათა მეოთხე ტომში. [1]მოთხრობა გვიყვება რუსეთის მოხელეების უზნეო და უარყოფით დამოკიდებულებაზე, რასაც ისინი იჩენდნენ ქართველი გლეხების და ხალხის მიმართ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება მიმდინარეობს სოფელ გერგეთში. ქვრივ გოდერძიაანთ მახიას ქმარი ადრე მოუკვდა, დარჩა ახალგაზრდა ქალიშვილი – ნინო და 3 ვაჟი. ერთ ჩვეულებრივ საღამოს მას კარზე ნაცვალი დაადგება, რომელიც მოითხოვს, რომ 5 რუსი ჯარისკაცი დააპუროს. მახია ეტყვის, რომ მას პურის მეტი არაფერი არ აქვს და შეაცოდებს თავს, თუმცა უშედეგოდ. ჯარისკაცები საჭმლის გარდა სითბოსაც მოითხოვენ, თუმცა როცა მახია ეტყვის, რომ შეშა არ აქვს ისინი ეზოში დაუწყებენ ძიებას. როცა ვერაფერს ნახავენ ყუთებს და ურემს მიადგებიან. მახიას თხოვნის მიუხედავად ურემს მაინც დაშლიან. ნინოს კი გაუპატიურებას დაუპირებენ. მახია ვეღარ მოითმენს და ერთ–ერთ ჯარისკაცს დაჭრის. დანარჩენები მას გაკოჭავენ და სახლს გადაატრიალებენ. ნინო გაიქცევა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას გამდნარ თოვლში ძაღლთან ერთად იპოვიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული პროზა. ყაზბეგი. გვ 708