ეფრემ მაწყვერელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფრემი (მრავალმნიშვნელოვანი).

ეფრემ მაწყვერელიაწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით 845-885 წლებში, დაიბადა ქართლში, დიდებული აზნაურის ოჯახში, იზრდებოდა ხანძთის მონასტერში, შემდეგ ცხოვრობდა ნეძვის მონასტერში. იყო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. წყაროებში იხსენიება „დიდი ეფრემის“ სახელით. ეფრემ მაწყვერელი სარგებლობდა დიდი ავტორიტეთით, მან არსენ I კათოლიკოსის წინააღმდეგ მოწყობილი ძლიერი დაჯგუფება მშვიდობიანი გზით დაშალა, კათოლიკოსს შეარიგა უკმაყოფილო ეპისკოპოსები და მთავარი გვარამ მამფალი. ერთ-ერთი ვერსიით, ეფრემ მაწყვერელის მცდელობით საქართველოს ეკლესიამ იერუსალიმის პატრიარქის სერგის (843-859) თანხმობით მიიღო უფლება „მირონის კურთხევისა“ ქართლში, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ მირონის კურთხევის უფლება მცხეთის ეკლესიას V საუკუნიდან ჰქონდა[1]. დასაფლავებულია აწყურის ტაძარში .

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ერთი ქრონოლოგიური საყრდენი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა (აშოტ I დიდი კურაპალატის სიკვდილის თარიღის შესახებ), კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1970;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]