მაგოტი
მაგოტი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Macaca sylvanus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||||
|
მაგოტი ან ბერბერული მაკაკა (ლათ. Macaca sylvanus) — ერთადერთი მაიმუნი, რომელიც ველური სახით ცხოვრობს ევროპის ტერიტორიაზე (გიბრალტარზე). გარდა ამისა, მაგოტი ერთადერთი მაკაკაა, რომელიც აზიის გარეთ ცხოვრობს.
მაგოტი უკუდო ვიწროცხვირა მაიმუნია. სხეული დაფარული აქვს ხშირი მუქი-ყვითელი ბალნით, ხშირად მოწითალო ელვარებით. მამრის სიგრძე 75-80 სმ-ს აღწევს, წონა - 13-15 კგ-ს. მდედრები ოდნავ მცირე ზომის არიან. 4-5 წლის ასაკში მაგოტები ზრდასრულ ასაკს აღწევენ, სულ 20 წელს ცხოვრობენ. გავრცელებულია ატლასის მთებში (მაროკო, ალჟირი და ტუნისი) და გიბრალტარის კლდეებზე.
მაგოტები მთებში ზღვის დონიდან 2300 მ-მდე ცხოვრობენ. იტანენ -10 °С სიცივეს. ცხოვრობენ ფიჭვნარ, მუხის ტყეებში, იკვებებიან მცენარეული ნაყოფით, ძირხვენებით, წიწვოვანი ხეების თესლებით და ზოგიერთი სახის მწერებით (პეპლები, ხოჭოები და მისთ.).
აფრიკის მთებში ბერბერული მაკაკები მუდამ მრავლად იყვნენ, თუმცა გიბრალტარში ისინი გადაშენების პირზე იყნენ მისული XX საუკუნის შუა რიცხვებში. ადგილობრივი მმართველობის მიერ მიღებულმა ზომებმა მაკაკების ან სახეობის გადარჩენა მოახერხა.
მაგოტი გამოსახულია გიბრალტარის 5 პენსიან მონეტაზე. მეორე მხარეს გამოსახულია დედოფალი ელისაბედ II.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Thomas Geissmann: Vergleichende Primatologie. Springer-Verlag, Berlin u. a. 2003, ISBN 3-540-43645-6.
- Ronald M. Nowak: Walker's Mammals of the World. 6th edition. Johns Hopkins University Press, Baltimore MD 1999, ISBN 0-8018-5789-9.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მაგოტი
- ARKive - images and movies of the Barbary Macaque (Macaca sylvanus) დაარქივებული 2006-04-13 საიტზე Wayback Machine.