შინაარსზე გადასვლა

მათე ალბუთაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მათე ალბუთაშვილი
დაბადების თარიღი იანვარი, 1863
სოფელი ჯოყოლო, ახმეტის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 1953
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა

რუსეთის იმპერია,

დროშა: სსრკ სსრკ
განათლება თბილისის სასულიერო სემინარია, თელავის სემინარია
საქმიანობა ეთნოლოგი, მკვლევარი, მწერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

მათე ალბუთაშვილი (დ. იანვარი, 1863, სოფელი ჯოყოლო, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1953) — ეთნოლოგი, მკვლევარი, მწერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი.

მათე ალბუთაშვილი მითხოელი იყო. შემდგომში მისი მშობლები თიანეთში, სოფელ ჩაბანოში გადმოსახლდნენ, სადაც იმ დროისთვის ემიგრირებული ქისტები ცხოვრობდნენ. ამის გამო ჩაბანოს ხეობას მთიანეთის ქისტეთსაც კი უწოდებდნენ. 1874 წელს მათე ალბუთაშვილი თიანეთის სკოლაში შეიყვანეს, კახეთში გადმოსახლების შემდეგ სწავლა ალვნის დაწყებით სკოლაში განაგრძო, 1880 წლიდან კი თელავის სემინარიაში სწავლობდა. მათე ალბუთაშვილმა სასულიერო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, 1893 წელს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მასწავლებლად გაამწესეს. 1894 წელს მათე ალბუთაშვილი ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს. მისი ძალისხმევით ჯოყოლოში სკოლისთვის შენობა აშენდა, რომელიც ერთადერთი სკოლა იყო ხეობაში. 1913 წელს კი ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ ყვარელწყალში დააფუძნა. მისი ნაშრომები გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდებოდა. მას ეკუთვნის პანკისის ხეობის ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული აღწერა, ქართული პრესის ერთ–ერთი პირველი ქისტი თანამშრომელი. წერდა „ქისტი ჩობანის“ ფსევდონიმით. „ივერიასა“ და „მოგზაურში“ გამოაქვეყნა ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული მასალები, წერილები, ისტორიულ–ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ნარკვევი, რომელშიც აღწერილია პანკისის ხეობა, მისი საზღვრები, ფლორა, ფაუნა, ქართული და ქისტური ლეგენდები, თქმულებები, ჩაცმულობა, არქიტექტურა, ქორწილი, შეეხო შვილების აღზრდის თემას, სისხლის საზღაურს და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]