შინაარსზე გადასვლა

მაგრანეთის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგრანეთის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე, ქუშანაანთგორაზე. განეკუთვნება V-Vlll საუკუნეებს. სამაროვანი 1963 და 1966 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). აღმოჩნდა ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვისსამარხები. ყველა დამხობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. მიცვალებულები ესვენენ უშუალოდ მიწაზე, გაშოტილი, პირაღმა, თავით დასავლეთისკენ, გულხელდაკრეფილი ან ხელებჩამოშვებული. არის როგორც ინდივიდუალური, ისე საოჯახო სამარხები. აღმოჩენილია ბრინჯაოსა და რკინის ღეროიანი საკინძები, რომლითაც აქვთ როგორც ბრინჯაოს, ისე ნახევრად ძვირფასი ქვების ან მინის თავები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი და ბეჭდები, ვერცხლის ბეჭდები და საყურე, რკინის სამაჯურები და სხვა. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.