შინაარსზე გადასვლა

ლორენ ვაისბერგერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორენ ვაისბერგერი
ინგლ. Lauren Weisberger

ვაისბერგერი 2013 წელს
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1977 (1977-03-28) (47 წლის)
დაბადების ადგილი სკრანტონი, პენსილვანია, აშშ
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი და რომანისტი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი კორნელის უნივერსიტეტი
პერიოდი 2003-დღემდე
ჟანრი პროზა
Magnum opus ეშმაკს აცვია პრადა და Chasing Harry Winston
საიტი laurenweisberger.com

ლორენ ვაისბერგერი (დ. 28 მარტი, 1977) — ამერიკელი რომანისტი, ავტორი 2003 წლის ბესტსელერისა „ეშმაკს აცვია პრადა“, რომელშიც ჟურნალში ვოგი ანა ვინტურის პირად თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება ასახა.

ქართულ ენაზე ნათარგმნია მისი რომანები: „ეშმაკს აცვია პრადა“ და „შურისძიებას აცვია პრადა“.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაისბერგერი პენსილვანიის შტატის ქალაქ სკრანტონში ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1988 წელს მისი მშობლები განქორწინდნენ, რის შემდეგაც 11 წლის ვაისბერგერი დედასთან და უმცროს დასთან ერთად ქალაქ ალენტაუნში გადავიდა.

ვაისბერგერი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ითაკაში კორნელის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც 1999 წელს ინგლისურ ლიტერატურაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.[1] სწავლის დასრულების შემდეგ იმოგზაურა ევროპაში, ისრაელში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ტაილანდში, ინდოეთში, ნეპალსა და ჰონგ-კონგში. აშშ-ში დაბრუნებული მანჰეტენზე დასახლდა და ჟურნალში ვოგი ანა ვინტურის პირად თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. ვაისბერგერმა ვინტურთან მუშაობა ათი თვის შემდეგ შეწყვიტა, რის მიზეზადაც დაასახელა, რომ თავს ჟურნალისთვის შეუფერებლად გრძნობდა.

ვოგის დატოვების შემდეგ ვაისბერგერი ჟურნალში Departures Magazine დასაქმდა. მალევე მან ვინტურთან მუშაობის გამოცდილების შესახებ რომანის წერა დაიწყო. დასრულებული ნაშრომი ლიტერატურული აგენტებისთვის წარდგენიდან ორ კვირაში გაიყიდა.

ვაისბერგერის პირველი რომანი, „ეშმაკს აცვია პრადა“ 2003 წელს გამოქვეყნდა და ექვსი თვის მანძილზე The New York Times-ის ბესტსელერი იყო. მხატვრული რომანი ვოგში მუშაობის გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მძაფრად აკრიტიკებს მანჰეტენის ელიტას. მასში ავტორმა მკაცრი რეჟიმის სამსახურისა და სოციალური ცხოვრების დაბალანსების სირთულეები ასახა. მიიჩნევა, რომ ანა ვინტური მირანდა პრისტლის პერსონაჟის პროტოტიპია, ხოლო კომპანია ელიას კლარკი კონდე ნასტზე დაფუძნებითაა შექმნილი.

ვაისბერგერი და მისი რომანი The New York Times-ის ჟურნალისტმა, ქეით ბეიტსმა, გააკრიტიკა, რომელიც ასევე ვინტურთან მუშაობდა. მან აღნიშნა, რომ ვაისბერგერი და ვინტური მათი პერსონაჟების ზუსტი ასლები არიან და „ანდრეა ისეთივე სნობია, როგორ სნობებს შორისაც თავად მოხვდა.“[2][3]

2006 წელს რომანის კინოადაპტაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი ასრულებენ.[4] ფილმში ვაისბერგერი კამეოს სახით, როგორც მირანდას შვილების ძიძა, გამოჩნდა.

2013 წელს რომანის მომდევნო ნაწილი „შურისძიებას აცვია პრადა: ეშმაკი ბრუნდება“ გამოქვეყნდა.

ჰარი უინსტონის დევნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ვაისბერგერის რომანი „ჰარი უინსტონის დევნა“ გამოქვეყნდა, რომელმაც კრიტიკოსთა მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. ჟურნალმა Entertainment Weekly-მა რომანი 2008 წლის ყველაზე ცუდ წიგნებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.[5]

უკანასკნელი ღამე შატო მარმონში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს ვაისბერგერის მომდევნო რომანი „უკანასკნელი ღამე შატო მარმონში“ გამოქვეყნდა, რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მეცხრე ადგილზე მოხვდა.[6]

ვაისბერგერის მოთხრობა „ბამბუკის აღიარებები“ შეტანილია ანთოლოგიაში ამერიკელი გოგონები ქალაქის შესახებ.[7] მოთხრობა ნიუ-იორკელ ბექპეკერზე მოგვითხრობს, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და სახლში დაბრუნებული საკუთარ სასიყვარულო ცხოვრებას სრულიად ახლებურად აღიქვამს.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Alpha Epsilon Phi – Famous Phis. Alpha Epsilon Phi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2021-02-20.
  2. "Anna Dearest" (Betts's review) Retrieved April 21, 2011.
  3. "When personal assistants attack!"[მკვდარი ბმული] (Interview with Weisberg discussing Betts's piece) აღდგენილია 21 აპრილი, 2001.
  4. Books: 5 worst of 2008. ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-13. ციტირების თარიღი: 2021-02-20.
  5. (2010). Best Sellers:Hardcover Fiction, The New York Times
  6. American Girls About Town.[მკვდარი ბმული]
  7. The Bamboo Confessions — Lauren Weisberger.