ეშმაკი ატარებს პრადას (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ეშმაკი ატარებს პრადას“
რეჟისორი დევიდ ფრანკელი
პროდიუსერი ვენდი ფინერმენი
სცენარის ავტორი ალინ ბროშ მაკკენა
ნაწარმოები „ეშმაკი ატარებს პრადას“
— ლორენ ვეისბერგი
როლებში მერილ სტრიპი
ენ ჰეთეუეი
ემილი ბლანტი
სტენლი ტუჩი
კომპოზიტორი თეოდორ შაპირო
სტუდია 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი აშშ:
30 ივნისი, 2006
კანადა:
30 ივნისი, 2006
ავსტრალია:
28 სექტემბერი, 2006
ინგლისი:
5-6 ოქტომბერი, 2006
ახალი ზელანდია:
19 ოქტომბერი, 2006
ხანგრძლივობა 106 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 35 000 000
შემოსავალი $ 326 308 924

ეშმაკი ატარებს პრადას (ინგლ. The devil wears prada) — 2006 წლის კომედიური დრამა, რომელიც წარმოადგენს ლორენ ვეისბერგერის 2003 წლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას. ფილმის რეჟისორია დევიდ ფრანკელი, ხოლო პროდიუსერი - ვენდი ფაინერმენი. ფილმის დისტრიბუტორია კომპანია 20th Century Fox-ი. მერილ სტრიპმა შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ენდი, რომელმაც კოლეჯი ახლახან დაამთავრა, მიემგზავრება ნიუ-იორკში და ოცნებობს გახდეს ჟურნალისტი. ის დროებით იწყებს მუშაობას მოდის ჟურნალის ძლევამოსილი და მომთხოვნი რედაქტორის, მირანდა პრისტლის ასისტენტად, რომელიც აუტანელი ხასიათითაა ცნობილი. პრისტლი იმ თაობის ქალია, რომელსაც წარმატების მიღწევა ისეთ სამყაროში მოუწია, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ. მან კარიერა პირადი და ოჯახური ცხოვრების ხარჯზე გაიკეთა. ენდი ყველა სირთულეს შესანიშნავად გაართმევს თავს, ჩაცმას და დახურვასაც ისწავლის, თავისი მონსტრი უფროსის პატივისცემასაც დაიმსახურებს, პარიზშიც კი მოხვდება. ბოლოს ენდი მოვალეობასა და სიყვარულს შორის, მაინც სიყვარულს აირჩევს და თავის მზარეულ შეყვარებულს დაუბრუნდება.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში ასევე თამაშობენ: ადრიან გრენირი, საიმონ ბეიკერი და ტრეისი ტომსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]