ბენგელა (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბენგელა
პორტ. Benguela
გერბი

ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
პროვინცია ბენგელის პროვინცია
კოორდინატები 12°33′00″ ს. გ. 13°25′00″ ა. გ. / 12.55000° ს. გ. 13.41667° ა. გ. / -12.55000; 13.41667
დაარსდა 1617
ფართობი 2100[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 39
ოფიციალური ენა პორტუგალიური ენა
მოსახლეობა 134 523 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 64,06 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ბენგელა (ქალაქი) — ანგოლა
ბენგელა (ქალაქი)

ბენგელა (მთლიანი დასახელება სან-ფელიპე-დე-ბენგელა (პორტ. São Felipe de Benguela)) — ქალაქი ანგოლაში, ბენგელის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 134 523 ადამიანს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიური სან-ფელიპეს ტაძარი, ბენგელა
ბენგელის ატლანტის ოკეანის სანაპირო

ქალაქი ბენგელა მდებარეობს ანგოლის დასავლეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ქვეყნის დედაქალაქ ლუანდიდან 430 კმ-ით სამხრეთში და პორტ ლობიტუდან 55 კმ-ით სამხრეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენგელა 1617 წელს დააარსეს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმოადგენდა მთავარ სავაჭრო პუნქტს, რომელიც დაკავშირებული იყო ცენტრალური აფრიკის სიღრმისეულ რაიონებთან — მონებით ვაჭრობის ცენტრთან, საიდანაც მონები ბენგელიდან გაჰყავდათ ბრაზილიაში, ლუიზიანაში და კუბაში. ამ ეპოქიდან ქალაქში შემორჩა სან-ფელიპეს და სან-ანტონიუს ტაძრები, ასევე ჰოსპიტალი და ციხე-სიმაგრე.

ანგოლის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს (1975—2002 წლები), ბენგელის სარკინიგზო ხაზი 20 წელზე მეტი არ ფუნქციონირებდა. 2014 წელს ჩინეთის კრედიტებით და ჩინელი სპეციალისტების ძალებით დაიწყო მისი რეაბილიტაცია.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბენგელა ქვეყნის სატვირთო პორტია. ლობიტუდან და ბენგელიდან აღმოსავლეთისკენ, აფრიკის კონტინენტის სიღრმეში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ზამბიის, ზიმბაბვეს გავლით, ინდოეთის ოკეანის სანაპიროსკენ, მოზამბიკის პორტ ბეირასთან მიემართება ტრანსაფრიკული ბენგელის სარკინიგზო ხაზი, რომელიც ერთმანეთთან ორ ოკეანეს აერთებს. ბენგელა არა მარტო მსხვილი სარკინიგზო კვანძია — აქ ასევე მოქმედებს აეროპორტი და საზღვაო პორტი (არასატვირთო).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]